- Foot Mercato-ს ცნობით, ბრაზილიელს მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა სურს
- ნეიმარი სიტიში? L'ÉQUIPE: გვარდიოლა ბრაზილიელს დაუკავშირდა
დიდი ხანია უკვე ცნობილია, რომ პარი სენ-ჟერმენს ნეიმარის გუნდიდან გაშვება სურს. ბრაზილიელს არაერთი მსურველი გამოუჩნდა და ძირითადად ინგლისის პრემიერლიგიდან. 31 წლის ფეხბურთელით ნიუკასლი, ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი და მანჩესტერ სიტია დაინტერესებული.
როგორც Foot Mercato იუწყება, ნეიმარს მხოლოდ "წითელ ეშმაკებში" გადასვლა სურს და მისი ტრანსფერი გუნდის მომავალ მფლობელზე არის დამოკიდებული. მას პარიზულ კლუბთან კონტრაქტი კიდევ 4 წელი აკავშირებს, მაგრამ ფანებისა და კლუბის მენეჯმენტის უკმაყოფილებამ, შესაძლოა, მისი გუნდიდან წასვლის პროცესი დააჩქარა. ასევე ცნობილია, რომ ნეიმარს საუდის არაბეთის ერთ-ერთ კლუბშიც ეპატიჟებოდნენ, მაგრამ იუნაიტედის გამო მან ამ შეთავაზებაზე უარი თქვა.

მანჩესტერელების ნებისმიერი შემდეგი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, კლუბის ფინანსებზე არის დამოკიდებული, შესაბამისად, მნიშვნელოვანი ტრანსფერების განსახორციელებლად აუცილებელია გუნდს ახალი მფლობელი მალე გამოუჩნდეს. ბოლო ინფორმაციით, იუნაიტედის შეძენასთან ახლოს არიან ბრიტანელი მილიარდელი სერ ჯიმ რეტკლიფი და კატარელი შეიხი იასიმ ბინ ჰამად ალ-თანი. როგორც Foot Mercato წერს, ნეიმარის სიახლოვე კატართან მას ტრანსფერის განხორციელებაში დაეხმარება, მაგრამ ამისთვის შეიხი იასიმის შეთავაზებას უნდა დათანხმდნენ.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბოლოს 19 თებერვალს ლილის წინააღმდეგ ითამაშა, სადაც კოჭის მძიმე ტრავმა მიიღო. ნეიმარს მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 13 გოლი და 11 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
კომენტარები