Thumbnail
  • ბარსელონას ლიონელ მესის დასამატებლად შეიძლება ინტერ მაიამი დაეხმაროს
  • არგენტინელი ევროპაში მინიმუმ 2024 წლის კოპა ამერიკის დაწყებამდე დარჩება 

ბარსელონას ლიონელ მესის დასამატებლად ახალი გეგმა აქვს. L'Equipe-ის ინფორმაციის თანახმად, კატალონიურ გრანდს, რომელიც ლა ლიგისგან თავისი გეგმის დამტკიცებას ელოდება, რათა ზაფხულში ტრანსფერები განახორციელოს, ინტერ მაიამისთან ერთად ახალი სტრატეგია აქვს, რათა არგენტინელის ბარსელონაში დაბრუნება შესაძლებელი გახდეს.

ბარსელონას ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე მსოფლიოს ჩემპიონის პირდაპირ დამატება, როგორც ჩანს, არ გამოსდის. მიუხედავად იმისა, რომ მესი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და პსჟ-ს დატოვება უფასოდ შეეძლება, მთავარი პრობლემა ესპანური გუნდისთვის სამხრეთამერიკელის ხელფასია.

ახალი გეგმის თანახმად, ინტერ მაიამი მესის დაიმატებს და მას ბარსელონაში 6-დან 18 თვემდე იჯარით გაუშვებს. ლეოსთვის ეს კარგი ვარიანტია, ითამაშოს ევროპაში უმაღლეს დონეზე მინიმუმ 2024 წლის კოპა ამერიკის დაწყებამდე, ხოლო შემდეგ კარიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელოს.

შეგახსენებთ, რომ მესის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს ალ-ჰილალი. საუდის არაბეთში არგენტინელის ტრანსფერის განხორციელება ძალიან უნდათ და მზად არიან, სამხრეთამერიკელ მოთამაშეს სარეკორდო ხელფასიც კი მისცენ (2 წელიწადში 1.2 მილიარდი ევრო). თუმცა თავის მხრივ, ბარსელონა ლეოს დამატებისთვის ყველაფერს აკეთებს.

კომენტარები

ბოლო ამბები