Thumbnail

სერბული გაზეთი: აზაროვი ცრვენა ზვეზდას ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იქნება

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • სერბული Politika ცრვენა ზვეზდასა და ირაკლი აზაროვის შესახებ წერს
  • გამოცემის ცნობით, ქართველის კონკურენტს გუნდიდას წასასვლელი კარი გაუღეს

სერბული გაზეთი Politika ცრვენა ზვეზდას მომავალი სეზონის შესახებ წერს და აცხადებს, რომ გუნდის ქართველი ლეგიონერი, ირაკლი აზაროვი ბელგრადელთა დაცვის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იქნება. 

ცრვენა ზვეზდა სერბეთის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდა. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის გარკვეული მონაკვეთისას წითლების მწვრთნელს ირაკლი განაცხადშიც არ შეჰყავდა, საფეხბურთო წლის ბოლოს აზაროვი მთავარი შემადგენლობის წევრი გახდა.

გამოცემა წერს, რომ აზაროვის კონკურენტ მილან როდიჩს კლუბიდან წასასვლელად კარი უკვე გაუღეს. 

"ცხადია, რომ ფეხბურთელების ნაწილს, რომლებსაც კლუბში დიდი დრო აქვთ გატარებული, ახალი სეზონის წინ კარიერის საზღვარგარეთ გასაგრძელებლად მწვანე შუქს აუნთებენ. ამ სიაში პირველი გამოცდილი მარცხენა მცველი მილან როდიჩია, რომელსაც კარი უკვე გაუღეს. ირაკლი აზაროვი როდიჩის სერიოზული კონკურენტი გახდა. ქართველმა თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა და მომავალ სეზონში ზვეზდას გუნდის დაცვის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იქნება," - ვკითხულობთ სტატიაში. 

საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა სერბული კარიერის პირველ წელს ცრვენა ზვეზდას რიგებში 25 მატჩი ჩაატარა და სამი საგოლე პასი გააკეთა. აზაროვი ბელგრადულ გუნდში 2022 წლის აგვისტოში დინამო ბათუმიდან გადავიდა და კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ახალ კლუბში გატარებულ სადებიუტო სეზონში, ირაკლიმ სერბეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები