- გურამ ქუთათელაძემ ჯეიმი მალარკისთან ჩაშლილ ბრძოლაზე დაწერა
- ქართველის თქმით, UFC-ში მომავალ მატჩს უახლოეს პერიოდში გამართავს
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ (12-3) ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ჯეიმი მალარკისთან (16-5) ჩაშლილ ბრძოლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჩხუბი ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ მოახერხა.
გურამს ავსტრალიელთან კვირას, 4 ივნისს უნდა ეჩხუბა, თუმცა ჯეიმის გუნდის წევრებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ქართველი მალარკისთან ბრძოლას ჩაეხსნა და UFC-იმ ახალი მეტოქე იპოვა. ქუთათელაძემ გავრცელებული ჭორები უარყო და დაწერა, რომ მატჩის გასამართად მზად არის.
"ამ ჩხუბიდან არ ჩავხსნილვარ, ოქტაგანოზე გასვლა ვიზასთან დაკავშირებული გართულებების გამო ვერ მოვახერხე. ნებისმიერთან საბრძოლველად მზად ვარ. როგორც გვითხრეს, ახალი მეტოქე და მატჩის თარიღი ზუსტდება (უახლოეს კვირებში დავბრუნდები). შეწყვიტეთ სპეკულაცია და მადლობა გაგებისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ," - დაწერა გურამმა ინსტაგრამზე.
31 წლის გურამ ქუთათელაძე UFC-ის მსუბუქი წონის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია, რომელიც რეიტინგში წინსვლას არასპორტული მიზეზების გამო ვერ ახერხებს. "ქართველ ვიკინგს", სხვადასხვა მიზეზით, ბრძოლა უკვე მეხუთედ ჩაეშალა, 2 წელი, კი ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო გაუცდა.
კომენტარები