Thumbnail
  • ლენოვო ტენერიფეში ლამის ნახევარ გუნდს ვირუსი აქვს
  • არადა, გუნდს უნიკახასთან უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის

1 ივნისს ლენოვო ტენერიფეს ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალში მალაგაში უნიკახასთან უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის და შესაძლოა, მოედანზე გასვლა ერთ-ერთი ლიდერის გიორგი შერმადინის გარეშე მოუწიოს.

როგორც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი წერს, მიზეზი ისაა, რომ ლიგა ენდესას რეგულარული სეზონის MVP-ს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

"ლენოვო ტენერიფეს ურთულესი მისია აქვს გადასწყვეტი, ამ ფონზე კი, ნაწლავური ინფექციის გამო, პრობლემები ლამის ნახევარ გუნდს შეექმნა. სულ ბოლოს მუცლის ტკივილმა გიორგი შერმადინი შეაწუხა, რომელმაც დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა და მისი ხვალინდელ მატჩში თამაშიც საეჭვოა", - წერს ესპანური კლუბის საიტი.

შეგახსენებთ, რომ ტენერიფელებმა უნიკახასთან საშინაო მატჩი 59:72 წააგეს (შერმადინმა 20 წუთში 10 ქულა ჩააგდო) და თუკი ხვალ მალაგაშიც დამარცხდება, ლიგა ენდესას პლეი ოფს მეოთხედფინალში გამოეთიშება. 1 ივნისს თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები