Thumbnail

ეს სევილიას "ლიგაა" - ანდალუსიურმა კლუბმა ისტორიაში შვიდიდან შვიდი ფინალი მოიგო და ამ ტურნირის რეკორდსმენია. სევილიამ კვლავ არ დათმო ფინალი, სამაგიეროდ, ჟოზე მოურინიომ წააგო და რომში დამარცხებული ბრუნდება. "პუშკაშ არენაზე" პენალტების სერიაში, რომელიც, როგორც ყოველთვის, დრამატული იყო, იბანიესმა და მანჩინიმ თავიანთი თერთმეტმეტრიანები ვერ გაიტანეს. 

"პუშკაშ არენაზე" გუნდები მოსალოდნელი 11-ეულებით გამოვიდნენ. ანგარიში მოულოდნელად, რომამ გახსნა - კონტრშეტევაზე მანჩინის პასით გოლი პაულო დიბალამ გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში სევილიამ მას მერე გაათანაბრა, რაც ხესუს ნავასმა რომას საჯარიმოში ჩააწოდა, მანჩინიმ საკუთარ კარში ჩაჭრა - 1:1. დაინიშნა დამატებითი ტაიმები.

ოლიმპიკომ ასე უყურა ფინალს

პენალტების სერიაში სევილიას ფეხბურთელებმა ოთხი პენალტი ზუსტად შეასრულეს (მე-5 აღარც დასჭირდათ) და თასი ისტორიში მეშვიდედ მოიპოვეს. 

საინტერესო ფაქტები

🟠 პედრო მანფრედინის შემდეგ პაულო დიბალა რომას მეორე უცხოელი ფეხბურთელია, ვინც ევროთასის ფინალში გაიტანა. მანფრედინიმ დუბლი შეასრულა 1961 წელს ბაზრობათა თასის ფინალში ბირმინგემის წინააღმდეგ. 

🟠 ხესუს ნავასი (სევილია) დავიდ ვეირის შემდეგ (2008) ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, ვინც ევროპალიგის ფინალში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა - 37 წლის და 191 დღის. სხვათა შორის, ნავასმა პირველად უეფას თასი 2006 წელს 20 წლის და 170 დღის ასაკში მოიგო. 

🟠 პაულო დიბალა (რომა) პირველი არგენტინელაი, ვინც ევროთასის ფინალში გაიტანა ლიონელ მესის (2011) მერე. 

🟠 ტურნირის ისტორიაში პირველად ზედიზედ მესამე სეზონში დაინიშნა დამატებითი ტაიმები. 

🟠 რომამ ორივე ევროპული ფინალი წააგო, სადაც პენალტების სერია დაინიშნა - პირველი 1984 წელს ლივერპულთან. 

სევილია 1:1 (4:1 პენალტების სერია) რომა

გოლები: 0:1 დიბალა (35. მანჩინის პასით), 1:1 მანჩინი (55-ავტოგოლი)

პენალტების სერია: ✅ 1:0 ოკამპოსი, ✅ 1:1 კრისტანტე, ✅ 2:1 ლამელა, ❌ 2:1 მანჩინი, ✅ 3:1 რაკიტიჩი, ❌ 3:1 იბანიესი, ❌ 4:1 მონტიელი,    

სევილია (4-2-3-1): ბონო - ხესუს ნავასი (95. მონტიელი), ბადე, გუდელი (128. მარკაო), ალექს ტელიესი (95. რეკიკი) - ფერნანდო (128. ჟორდანი), რაკიტიჩი - ოკამპოსი, ოლივერ ტორესი (46. სუსო), ბრაიან ხილი (46. ლამელა) - ენ-ნესირი

რომა (3-4-2): რუი პატრისიო - იბანიესი, მანჩინი, სმოლინგი - სპინაცოლა (106. დიეგო ლორენტე), კრისტანტე, მატიჩი, ჩელიკი (91. ზალევსკი) - პელეგრინი (106. ელ შაარავი), აბრაჰამი (75. ბელოტი), დიბალა (68. ვეინალდუმი). 

კომენტარები

ბოლო ამბები