Thumbnail
  • BBC-ს ყოველკვირეულ სარაგბო პოდკასტში სეზონი შეაჯამეს
  • ინგლისელმა მორაგბემ, კრის ჯონსმა ბორჯღალოსნებზე ისაუბრა

BBC-ს ყოველკვირეულ სარაგბო პოდკასტში წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებზე ისაუბრეს, სეზონი შეაჯამეს და მსოფლიო თასის ფავორიტებიც დაასახელეს. სასიამოვნოა, რომ პოდკასტში ქართულ რაგბისაც დაეთმო დრო.

ინგლისის ნაკრებისა და სეილ შარქსის ყოფილმა მორაგბემ, კრის ჯონსმა აღნიშნა, რომ საქართველოს გამარჯვება უელსში სეზონის ყველაზე დიდი შოკი იყო.

''სეზონის შოკი? გაიხსენეთ ორი ყველაზე დიდი გამარჯვება: საქართველოს ნაკრებმა უელსს კარდიფში 13:12 მოუგო, არგენტინამ კი ინგლისი დაამარცხა. ორივე გამარჯვებას დიდი შედეგები მოჰყვა: ინგლისიდან ედი ჯონსი გაუშვეს, ხოლო უელსიდან უეინ პივაკი გაათავისუფლეს. უელსელებისთვის ეს სეზონის ყველაზე ცუდი პერიოდი იყო'', - განაცხადა კრის ჯონსმა.

შეგახსენებთ, რომ უელსისა და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს მსოფლიო თასზე შეხვდებიან. შეხვედრას 7 ოქტომბერს ნანტის სარაგბო სტადიონი უმასპინძლებს. უელსელებს მსოფლიო თასის წინ სამი მნიშვნელოვანი მორაგბე გამოაკლდათ: ჯასტინ ტიპურიკი, ალუნ ვინ ჯონსი და რის ვები.

კომენტარები

ბოლო ამბები