Thumbnail
  • სასკაჩევან რეტლერსი 109:85 ვანკუვერ ბანდიტსი
  • გიორგი ბეჟანიშვილმა ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლი გაიფორმა

კანადის ელიტური საკალათბურთო ლიგის რეგულარული სეზონის მეორე შეხვედრაში გიორგი ბეჟანიშვილის ვანკუვერ ბანდიტსი სასკაჩევან რეტლერსს ესტუმრა და ზედიზედ მეორედ დამარცხდა 85:109.

ქართველი კალათბურთელი ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში იყო და 28:10 წუთი ითამაშა. ბეჟანიშვილს გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა, მის ანგარიშზე 15 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასია. 24 წლის კალათბურთელმა პერიმეტრიდან 1-დან 1 ბურთი ჩააგდო, ორქულიანი კი 10-დან 6 გამოიყენა. მან ბურთი 5-ჯერ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდა. 

რაც შეეხება შეხვედრას, რეტლერსმა პირველი მეოთხედი 3 ქულით მოიგო, გადამწყვეტი უპირატესობა კი დიდ შესვენებამდე მოიპოვა, როცა სხვაობა 14 ქულამდე გაზარდა. საბოლოო ჯამში, ვანკუვერმა მატჩი მარტივად დათმო და მიმდინარე სეზონში მეორედ დამარცხდა.

გიორგი ბეჟანიშვილის გუნდი რეგულარული სეზონის შემდეგ შეხვედრას 4 ივნისს, კალგარი სერჯთან გამართავს - ვანკუვერ ბანდიტსისთვის ეს მიმდინარე სეზონში პირველი საშინაო მატჩი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები