Thumbnail

ლუკა მაისურაძე ევროპოპის არხზე: ძიუდო რომ არა, ჩოგბურთელი ვიქნებოდი

  • ლუკა მაისურაძე სტუმრად ევროპოპის რუბრიკაში "უპასუხე თუ შეგიძლია"
  • მსოფლიოს ჩემპიონს რამდენიმე სახალისო კითხვა დავუსვით 

“უპასუხე თუ შეგიძლია” - ევროპოპის YouTube-არხზე ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რუბრიკაა, რომლის ვიდეოებს ყოველთვის ბევრი ნახვა აქვს. ეს რუბრიკა უკვე ბევრ საინტერესო და სახალისო ვიდეოს მოიცავს. სპორტსმენები და სპორტთან დაკავშირებული ცნობილი ადამიანები სპეციალურად მათთვის მოფიქრებულ სახალისო კითხვებს პასუხობენ.

ახლახან, ჩვენს არხზე "უპასუხე თუ შეგიძლიას" ახალი ეპიზოდი გამოქვეყნდა. სტუმარი ამჯერად მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძეა. ხაშურს უფრო მეტი მედალი აქვს მსოფლიოებზე თუ სამხრეთ ამერიკის კონტინენტს? რამდენად გამოსადეგია ძიუდოს ბაზა MMA-ში? ვინ და როგორ ხუმრობს ხოლმე ნაკრებში ყველაზე მეტს?

ლუკა მაისურაძემ ჩვენს კითხვებს ევროპოპის სტუდიაში უპასუხა. ნახეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები. დარწმუნებულები ვართ, რომ იხალისებთ. არ დაგავიწყდეთ ევროპოპის YouTube არხის გამოწერა, რომ არ გამოგრჩეთ ვიდეოები, რომლებიც ჩვენს არხზე დაიდება.

კომენტარები

ბოლო ამბები