Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედს ჰარი მაგუაირის გაშვება ზაფხულში სურს
  • ცენტრალურ მცველს 'წითელ ეშმაკებთან' 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს 

შაბათს, მანჩესტერ იუნაიტედი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში თანაქალაქელ მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა, შესაძლოა, ჰარი მაგუაირისთვის "წითელი ეშმაკების" რიგებში ბოლო გამოდგეს.

ინგლისურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუნაიტედს 30 წლის ცენტრალური მცველის გაყიდვა იმდენად სურს, რომ მზადაა მაგუაირს გუნდის ზაფხულში სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებისთვის 10 მილიონი ფუნტი გადაუხადოს.

ჰარის მანჩესტერულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მაგუაირი იუნაიტედმა 2019 წელს ლესტერიდან 80 მილიონ ფუნტად იყიდა, თუმცა ცხადია, მას ასეთ მაღალ ფასში კლუბი ვერ გაყიდის და ამის მიზეზი ინგლისელის სათამაშო ფორმა და შედეგებია.

"წითელი ეშმაკები" 30 წლის ფეხბურთელს კვირაში 190 000 ფუნტს უხდიან. მანჩესტერში არ უნდათ, რომ ჰარის ასეთი მაღალი ხელფასი კონტრაქტის ამოწურვამდე უხადონ და კლუბს გადაწყვეტილი აქვს, ჰარის გაშვებით ეს თანხა გამოათავისუფლოს და ამისთვის მზად არის ცენტრალურ მცველს 10 მილიონი ფუნტი გადაუხადოს.

კომენტარები

ბოლო ამბები