- შონ ო'მალიმ ილია თოფურიას შესახებ საკუთარ პოდკასტში ისაუბრა
- ქართველი ჯოშ ემეტს 24 ივნისს, საღამოს მთავარ ბრძოლაში შეხვდება
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამრის პრეტენდენტმა შონ ო'მალიმ (16-1) საკუთარ პოდკასტში მწვრთნელ ტიმ ველჩთან ერთად ილია თოფურიასა (13-0) და ჯოშ ემეტის (18-3) ჩხუბზე ისაუბრა.
მებრძოლი და მისი მწვრთნელი მიიჩნევენ, რომ ეს ძალიან მაგარი მატჩი იქნება. პლუს, ორივე მათგანი უპირატესობას ქართველ სპორტსმენს ანიჭებს.
შონ ო'მალი: "ეს დაპირისპირება ძალიან მაგარი ჩხუბი იქნება. ილიასთვის ჯოშთან ბრძოლა ძალიან დიდი შანსია. ემეტმა ცოტა ხნის წინ იაირ როდრიგესთან ჩაატარა მატჩი და თოფურიასთვის მის წინააღმდეგ ბრძოლის მიცემა უკვე განაცხადია. ეს ჩხუბი ძალიან მაინტერესებს. ილია დაუჯერებლად ძლიერია."
ტიმ ველჩი: "წარმოიდგინეთ, 5 რაუნდი უყურო ისეთი ტექნიკური სპორტსმენის ბრძოლას, როგორიც ილია თოფურიაა. პადი პიმბლეტთან ჩხუბი?! აზრი არ აქვს, ინგლისელი "მატადორთან" ახლოსაც ვერ მივა, ილია მისთვის ზედმეტად ზუსტი და ძლიერია."
ილია თოფურია და ჯოშ ემეტი ერთმანეთს 24 ივნისს დაუპირისპირდებიან. ჩხუბი საღამოს მთავარი ბრძოლა იქნება. ილია UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-9 ადგილზეა, ჯოშ ემეტი - მეხუთეზე. გამარჯვების შემთხვევაში, დიდი შანსია, თოფურიამ პირდაპირ სატიტულო ჩხუბი მიიღოს.
კომენტარები