Thumbnail

პარიზში მიმდინარე საფრანგეთის ღია პირველობა ქართველი ჩოგბურთელების გარეშე გაგრძელდება. ოქსანა კალაშნიკოვა და ნათელა ძალამიძე წლის მორიგ სლემ-ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშნენ.

წარმატებასთან გაცილებით ახლოს კალაშნიკოვა იყო, რომელიც როლან გაროსზე ალიონა ბოლშოვასთან ერთად გამოჩნდა. ქართველ და ესპანელ ჩოგბურთელებს ტაივანელებთან ჩან ჰაო-ჩინთანა და ლატიშა ჩანთან 2 მატჩ-პოინტი ჰქონდათ, თუმცა, ვერ გამოიყენეს და 7:6 (7:5), 6:7 (5:7), 4:6 წააგეს.

რაც შეეხებათ, ძალამიძესა და ბულგარელ ვიკტორია ტომოვას, ისინი ფრანგ კრისტინა მლადენოვიჩთანა და ჩინელ შუაი ჟანგთან 2:6, 1:6 დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ღია პირველობის ერთეულთა ბადეში საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი ჰყავდა ნიკოლოზ ბასილაშვილის სახით, რომელმაც კვალიფიკაციის საწყის რაუნდში იტალიელ ჯულიო ძეპიერისთან 4:6, 1:6 წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები