- ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სარეიტინგო ტურნირზე ასპარეზობს
- ქართველმა მოჭიდავეებმა პირველ დღეს ორი მედალი მოიპოვეს
ყირგიზეთის დედაქალაქი ბიშკეკი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სარეიტინგო ტურნირს მასპინძლობს. ტურნირის პირველ დღეს ფინალში ორი ქართველი მოჭიდავე გავიდა, ხოლო ერთმა ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლა.
ლერი აბულაძე (-63 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ჩინეთის წარმომადგენელ გემინგჰამ რეჰეტის (6:1), ყაზახ მადიარ მალტიკბაიევს (4:3), ირანელ იმან მოჰამადის (6:5) მოუგო, ხოლო ფინალში უზბეკ შერმუხამად შარიბჯანოვს 7:4 აჯობა და ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულა.
სამწუხაროდ, გურამ ხეცურიანმა (-87 კგ) ფინალური ბრძოლა დათმო. ქართველ მოჭიდავეს უზბეკმა ჯალგასბაი ბედიმურატოვმა 5:3 სძლია. სულხან ბუიძე (130 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა თურქ ფათიჰ ბოზკურტთან 0:9 დათმო.
ხვალ საჭიდაო ხალიჩაზე ისევ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გავლენ, რის შემდეგაც ტურნირში თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიც ჩაერთვებიან.
კომენტარები