Thumbnail
  • უნიკახა 94:74 ტენერიფე
  • გიორგი შერმადინის გუნდმა სეზონი დაასრულა

გიორგი შერმადინის ტენერიფემ ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხეფინალური სერიის მეორე მატჩი უნიკახასთან 20 ქულით დათმო (74:94) და ასპარეზობა დაასრულა. შერმადინის გუნდმა უნიკახასთან პირველი მატჩი საკუთარ არენაზე წააგო. რაც შეეხება მეორე შეხვედრას, ტენერიფემ პირველი პერიოდი 9 ქულით მოიგო (22:13), თუმცა უნიკახამ მეორე მეოთხედში საოცრად ითამაშა და შესვენებაზე 14 ქულიანი უპირატესობით გავიდა - 50:36.

თავდაპირველი ინფორმაციით, ტენერიფეში ვირუსი მძვინვარებდა, საუბარი იყო ნაწლავურ ინფექციაზე, რომელმაც მწყობრიდან ლამის ნახევარი გუნდი გამოიყვანა. გიორგის ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ უნდა მიეღო, თუმცა ის პარკეტზე მაინც ვიხილეთ. შერმადინმა ძალიან ცოტა დრო მიიღო. მან 8:58 წუთი გაატარა, რა დროშიც 3 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.

შერმადინის გუნდმა სერია 0:2 დათმო და ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ასპარეზობა დაასრულა. უნიკახა ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს, მათი მეტოქე ნახევარფინალში ბარსელონასა და ვალენსიას შორის გამარჯვებული გუნდი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები