Thumbnail
  • 22 წლის ქართველი მეკარის ვალენსიას ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩი ელის
  • ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს

ლონდონის ჩელსიმ სკაუტები გაგზავნა ესპანეთში, სადაც ისინი გიორგი მამარდაშვილის თამაშს დააკვირდებიან. ამ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო მის იუთუბ-არხზე ავრცელებს.

საუბარია, ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩზე, რომელსაც ქართველი მეკარის ვალენსია 4 ივნისს სტუმრად ბეტისთან ჩაატარებს და სწორედ ამ შეხვედრაში გაირკვევა, "ღამურები" ელიტაში ადგილს შეინარჩუნებენ თუ - ვერა.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ მამარდაშვილი საქართველოში ჩამოვა და მზადებას სანაკრებო მატჩებისთვის დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ გიორგი როგორც ეროვნული, ასევე 21-წლამდელთა ნაკრების განაცხადში მოხვდა და მოგვიანებით გაირკვევა, ის რომელ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას.

ის, რომ ამ სეზონის მერე მამარდაშვილი ვალენსიას დატოვებს, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. ჩელსის გარდა, მის საკუთარ რიგებში არაერთ კლუბს სურს. დაიწერა ასტონ ვილას, ტოტენჰემის, ვილიარეალის, ატლეტიკოსა და პორტუს ვარიანტების შესახებაც.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 22 წლის გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას შეუცვლელი მეკარე იყო. ქართველმა გოლკიპერმა ჩემპიონატის 37 მატჩში ითამაშა, გაუშვა 44 გოლი, 7 თამაშში კი კარის მშრალად შენახვა შეძლო. "ღამურებს" ლა ლიგის ბოლო ტურის წინ 41 ქულა აქვთ და გასავარდნ ზონაში მყოფ ვალიადოლიდს 2 ქულით უსწრებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები