- ტორტონა 82:89 ვირტუს ბოლონია
- თორნიკე შენგელიას 11 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი
თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩიც მოიგო და ფინალში გავიდა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა ტორტონას პირველ შეხვედრაში 23 ქულით სძლია (84:61), მეორე მატჩში მეტოქეს 30 ქულით მოუგო (108:78), ხოლო სტუმრად მხოლოდ 7 ქულით იმარჯვა (89:82), მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ვირტუსი ფინალში გასულიყო.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 27 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. შენგელიამ 9-დან 3 ორქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. თორნიკეს მატჩში სამქულიანი არ უსვრია. აღსანიშნავია, რომ სერჯიო სკარიოლოს ხელმძღვანელობით, ვირტუსმა მეასე მატჩი მოიგო.
ვირტუსი ფინალში გავიდა, სადაც მათი მეტოქე ოლიმპია მილანო იქნება, რომელმაც სასარის მეორე ნახევარფინალში იმავე ანგარიშით 3:0 მოუგო. ფინალური სერიის პირველი მატჩი 10 ივნისს, მილანში გაიმართება.
კომენტარები