Thumbnail

მეცის პრეზიდენტმა ბერნარ სერენმა გუნდის ლიდერისა და საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის გიორგი მიქაუტაძის მომავალზე ისაუბრა. პრეზიდენტი არ მალავს, რომ მიქაუტაძის შენარჩუნება გაუჭირდება.

საქართველოს ნაკრების 22 წლის თავდამსხმელის წყალობით, რომელმაც ჩემპიონატის 37 მატჩში 23 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა, მეცელებმა ელიტური ლიგის საგზური ფაქტობრივად მოიპოვეს (ლიგამ ბორდო-როდეზის ჩაშლილ მატჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს). ცნობილია, რომ გიორგის მიმართ ინტერესი არსებობს როგორც საფრანგეთში, ისე ინგლისსა და იტალიაში. 

მეცის პრეზიდენტი გიორგისთან გასხვისებას არ გამორიცხავს

"პირველ რიგში, ჟორჟს ორი დიდებული სეზონი ჰქონდა ბელგიაში. პირველში ის დაეხმარა სერენს აღზევებაში, მეორეში კი - ელიტაში ადგილის შენარჩუნებაში. ეს ორი სეზონი მისი პროგრესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. შემდგომში, როდესაც ჩვენ შემოგვიერთდა, დადგა საკითხი, რომელ პოზიციაზე უნდა გამოგვეყენებინა. ის არის ცენტრალური თავდამსხმელი №9, რომლის სიმაღლე 177 სანტიმეტრია და მწვრთნელი ერთხანს ორჭოფობდა, მაგრამ საბოლოოდ მისი პოზიცია, მუნდიალის დასრულების შემდეგ, მისი წარმატებული თამაშით გამოიკვეთა. ვულოცავ მას ამ წარმატებულ სეზონს.

რაც შეეხება საკითხს, შევძლებთ თუ არა მის შენარჩუნებას, მგონია, რომ ეს რთული იქნება, რადგან იმ შემთხვევაშიც, თუ ლიგა 1-ში გადავალთ, სათანადო შესაძლებლობები არ გვექნება. როდესაც კლუბი გრანდიოზული წინადადებით მოგმართავს, ეს ნიშნავს, რომ ხელფასი, რომელსაც ფეხბურთელს პირდება, ასევე გრანდიოზულია. შეუძლებელია გყავდეთ გუნდში მოთამაშე, რომელსაც სხვებთან შედარებით ძალიან დიდი ხელფასი ექნება და ლოგიკურია, თუ ფეხბურთელი ჩვენთვის ძალიან ძვირად ფასობს, არსებობს დიდი რისკი, რომ ის ჩვენგან წავა. თუმცა, ამ დროისთვის მის ტრანსფერთან დაკავშირებით არანაირი კონტაქტი ყოფილა", - განაცხადა მეცის პრეზიდენტმა. 

გიორგი ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელია

გიორგი მიქაუტაძე მეცში შარშან ზაფხულში, ბელგიურ სერენში იჯარით გატარებული ორი სეზონის შემდეგ დაბრუნდა. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, თუმცა არსებობს დიდი მოლიდინი, რომ ის ზაფხულში კლუბს შეიცვლის. მიქაუტაძის მომავალს უკავშირებენ ლიონს, ბარნლის, ვულვზს, მილანს, უდინეზეს, ტორინოს.

კომენტარები

ბოლო ამბები