- თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სარეიტინგო ტურნირზე ასპარეზობს
- ტურნირის პირველ დღეს ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი გახდა
ყირგიზეთის დედაქალაქი ბიშკეკი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა სარეიტინგო ტურნირს მასპინძლობს. ტურნირის პირველ დღეს ფინალში გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გავიდა და ოქროს მედალიც მოიგო. სოლომონ მანაშვილს (125 კგ) ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი ჰქონდა, თუმცა რეპეშაჟში ჩინელ დენგ ჟივეისთან 2:9 დამარცხდა.
გენო პეტრიაშვილმა ფინალამდე სამ მეტოქეს მოუგო. მან ჩინელ დენ ჟივეის 4:3 სძლია, ქართულ დაპირისპირებაში სოლომონ მანაშვილს 8:3 აჯობა და ნახევარფინალში უზბეკი ხასანაბოი რახიმოვი 10:0 გაანადგურა. გენოს მოწინააღმდეგე ფინალში სარდორბეკ ხოლმატოვი იყო, რომელიც ასევე დიდი ანგარიშით გაანადგურა - 12:1.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მეორე საჭიდაო დღეს კიდევ უფრო დიდი შემადგენლობით გავა ხალიჩაზე. შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბიშკეკის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე 6 მედალი მოიგო: 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.
კომენტარები