Thumbnail
  • მანჩესტერ სიტი 2:1 მანჩესტერ იუნაიტედი
  • სიტიმ ტიტული ისტორიაში მეშვიდედ მოიპოვა

პეპ გვარდიოლამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა "ტრებლისკენ" – "უემბლიზე" ილქაი გიუნდოგანის დუბლის წყალობით მანჩესტერ სიტიმ ფინალურ დერბიში მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხა - 2:1. 

სიტი მე-13 წამზე (!) დაწინაურდა - მეკარე შტეფან ორტეგამ ბურთი თამაშში შეიყვანა, ერლინგ ჰაალანდმა თავით ბრძოლა მოიგო და კევინ დე ბრუინმა თავითვე ილქაი გიუნდოგანს დაუგდო, მისი შორეული დარტყმული კი დე ხეას კარში აღმოჩნდა - 1:0. 

სიტიმ 33-ე წუთზე გაათანაბრა მას მერე, რაც გრილიშმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა, მსაჯმა ეს ვერ შენიშნა, მაგრამ VAR-ზე შემოწმების შემდეგ ორტეგას კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ბრუნო ფერნანდეშმა გაიტანა. 

სიტის კაპიტანი ფინალის გმირი გახდა

51-ე წუთზე დე ბრუინი-გიუნდოგანის კომბინაცია კვლავ გოლით დასრულდა - ილქაიმ კვლავ საჯარიმოს გარედან გაიტანა. 

საინტერესო ფაქტები

🟠 ილქაი გიუნდოგანმა გოლი მე-12 წამზე გაიტანა. ეს ასოციაციის თასის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლია ფინალებში. მან ლუის საჰას (25-ე წამი - 2009 წელს) რეკორდი გააუმჯობესა.

🟠 ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა დიდ ფინალებში ეს ორი კლუბი ერთმანეთს დაუპირისპირდა. 

🟠 კევინ დე ბრუინმა ამ სეზონში 28 საგოლე პასი გააკეთა (ყველა შეჯიბრება), რაც 12-ით მეტია, ვიდრე მე-2 ადგილზე მყოფი ფეხბურთელის შედეგი (პრემიერლიგის კლუბი). 

🟠 როდრის 32-ვე პასი პირველ ტაიმში ზუსტი იყო. 

🟠 ფინალების ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ორივე გუნდის კაპიტანმა გოლი გაიტანა. 

🟠 მანჩესტერ სიტიმ ასოციაციის თასი 4-წლიანი პაუზის მერე პირველად, ისტორიაში კი მე-7-ედ მოიპოვა. 

მანჩესტერ სიტი 2:1 მანჩესტერ იუნაიტედი

გოლები: 1:0 გიუნდოგანი (1. დე ბრუინის პასით), 1:1 ბრუნო ფერნანდეში (33-პენალტი)

მანჩესტერ სიტი (3-2-4-1): ორტეგა - უოკერი (95. ლაპორტი), რუბენ დიაში, აკანჯი - სტოუნსი, როდრი - ბერნარდო სილვა, დე ბრუინი (76. ფოდენი), გიუნდოგანი, გრილიში (89. აკე) - ჰაალანდი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - ვან ბისაკა, ლინდელიოფი (83. მაკტომინეი), ვარანი, შოუ - კაზემირო, ფრედი - ბრუნო ფერნანდეში, ერიკსენი (62. გარნაჩო), სანჩო (78. ვეგჰორსტი) - რაშფორდი.

კომენტარები

ბოლო ამბები