- კოტე კაპანაძემ ოქროს მედლისთვის პრაღის ტურნირზე 5 ბრძოლა მოიგო
- ხვიჩა გაფრინდაშვილმა ფინალი იაპონელ მეტოქესთან დათმო
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის თასი დაიწყო, სადაც ქართველი ძიუდოისტებიც ასპარეზობენ. პირველ საასპარეზო დღეს ფინალში კოტე კაპანაძე და ხვიჩა გაფრინდაშვილი გავიდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლებისთვის თომა და ალექსანდრე გელაშვილებმა იჭიდავეს.
კოტე კაპანაძე (73 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა. კოტემ ფინალამდე 4 მეტოქეს მოუგო: უნგრელ დომინიკ პომასის, გერმანიის სახელით მოასპარეზე არტურ აკოფიანს, სერბ ალექსა ბუბალოს და იაპონელ კეიტო კიჰარას. კოტეს მეტოქე ფინალში გერმანელი ფილიპ დრექსლერი იყო, რომელსაც იპონით სძლია და ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულა.
ხვიჩა გაფრინდაშვილი (66 კგ) ფინალში იაპონელ კაირი კენტოკუსთან დამარცხდა. იაპონელმა ქართველთან ორი ვაზარი შეასრულა. ამავე წონაში ალექსანდრე გელაშვილს არონ გაბორთან ჯერ ვაზარი გაუშვა, რის შემდეგაც სამი შიდოც მიიღო და უმედლოდ დარჩა.
თომა გელაშვილმა (60 კგ) პოლონელ კსავერი იგნასიაკი ჯერ ვაზარიზე დააგდო, რის შემდეგაც იპონით ბრძოლა დაასრულა და საქართველოში ბრინჯაოს მედლით ბრუნდება. პრაღის ევროპის თასი 4 ივნისს დასრულდება.
კომენტარები