- ლაიპციგი 2:0 აინტრახტი
- ლაიპიცგმა პირველად თასი შარშან მოიგო
ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" გერმანიის თასის ფინალი გაიმართა. მატჩის ბედი მეორე ტაიმში გადაწყდა, როცა ლაიპციგმა ორი უპასუხო გოლი გაიტანა და გერმანიის თასი წარმატებით დაიცვა.
75-ე წუთზე აინტრახტის ფეხბურთელებმა საჯარიმოსთან ბურთი დაკარგეს, კრისტოფერ ნკუნკუს დარტყმული კი რიკოშეტით ფრანკფურტელთა კარში აღმოჩნდა. 85-ე წუთზე ნკუნკუს პასით დომინიკ სობოსლაიმ გაიტანა - 2:0.
საინტერესო ფაქტები
🟠 კრისტოფერ ნკუნკუმ ამ სეზონში ყველა ოფიციალურ მატჩში 23 გოლი გაიტანა. ფრანგმა ზედიზედ მეორე სეზონში შეძლო 20 და მეტი გოლის გატანა.
🟠 ლაიპციგი მე-7 კლუბია, რომელმაც ზედიზედ შეძლო გერმანიის თასის მოგება.
🟠 ლაიპციგს გერმანიის თასზე 2021 წლის ფინალის შემდეგ არ წაუგია - 12 მატჩი.
🟠 გერმანიის თასის ბომბარდირი კოლო მუანი გახდა - 6 გოლი.
ლაიპციგი 2:0 აინტრახტი
გოლები: 1:0 ნკუნკუ (71. დანი ოლმოს პასით), 2:0 სობოსლაი (85. ნკუნკუს პასით)
კომენტარები