Thumbnail
  • ედენ აზარი რეალის ფეხბურთელი აღარ იქნება
  • მადრიდის რეალმა მარკო ასენსიოს წასვლის შესახებ გამოაცხადა

მადრიდის რეალი ბელგიელ ედენ აზარს დაემშვიდობა. ის მესამე ფეხბურთელია, ვისაც "სამეფო კლუბი" დღეს გამოემშვიდობა მარკო ასენსიოსა და მარიანო დიასის შემდეგ. 

ედენ აზარს რეალთან კიდევ ერთწლიანი ხელშეკრულება აკავშირებდა, თუმცა მხარეები შეთანხმდნენ და აზარი 30 ივნისიდან თავისუფალი აგენტი გახდება. ბელგიელი "სამეფო კლუბში" 4 სეზონი თამაშობდა და მასთან ერთად 8 ტიტულიც მოიგო, თუმცა ტრავმის თუ ცუდი სათამაშო ფორმის გამო, ბევრი მატჩი გაუცდა. 

31 წლის აზარს რეალის მაისურით სულ 76 მატჩში 7 გოლი და 12 საგოლე პასი აქვს. ყველაზე უხვგოლიანი მისთვის 2020/21 წლების სეზონის ლა ლიგა იყო, როცა 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა. ამ სეზონში მან თავი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე გამოიჩინა (1 გოლი). არ არის გამორიცხული, რომ მან საფეხბურთო კარიერა დაასრულოს. 

კომენტარები

ბოლო ამბები