- ჯიმ მილერმა იეს ბატლერი დაამარცხა
- 39 წლის ამერიკელმა, კარიერაში 36-ე ბრძოლა მოიგო
UFC-ის 39 წლის ვეტერანი ამერიკელი მებრძოლი, ჯიმ მილერი ხელში ძალას არ კარგავს და ბრძოლებს ნოკაუტით ისევ იგებს. მილერმა ამჯერად იესე ბატლერი დაამარცხა, რომლის დაძინებაც პირველივე რაუნდში შეძლო.
ჩატარებული ორთაბრძოლებით (42) და მოპოვებული გამარჯვებებით (25), მილერი ორგანიზაციის რეკორდსმენია და როგორც ცნობილია, დიდი შანსია ვეტერანმა სპორტსმენმა, საიუბილეო UFC 300-ზე იჩხუბოს.
ჯიმ მილერის კარიერა 2005 წელს დაიწყო, ხოლო UFC-ში 2008 წლიდან ჩხუბობს. 15 წლის მანძილზე, დამარცხებული ჰყავს ისეთი მებრძოლები, როგორებიც - გლეისონ ტიბაუ, ჩარლზ ოლივეირა, ტიაგო ალვეში და დონალდ სერონე არიან.
კომენტარები