- ნოვაკ ჯოკოვიჩი საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხედფინალშია
- სერბმა რეკორდიც მოხსნა და კარენ ხაჩანოვს შეხვდება
- სვიტოლინა მეოთხედფინალშია! უკრაინელის სერია გრძელდება
ტოპ-ფავორიტი ნოვაკ ჯოკოვიჩი საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში უპრობლემოდ, სეტის წაუგებლად გავიდა. სერბისთვის ეს რიგით მე-17 მეოთხედფინალი იქნება როლან გაროსზე.
ნოლემ პერუელი ხუან პაბლო ვარილასი სამ სეტში, ძალიან მარტივად, 6:3, 6:2, 6:2 დაამარცხა და კარიერაში როლან გაროსის მესამედ მოგებაზე ოცნებას აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩმა საფრანგეთის ღია პირველობა 2016 და 2021 წლებში მოიგო.
ჯოკოვიჩი ახალი რეკორდის მფლობელიც გახდა: მას როლან გაროსის მეოთხედფინალში ახლა უფრო ხშირად აქვს ნათამაშები, ვიდრე რაფაელ ნადალს, რომელსაც საფრანგეთის ღია პირველობა 14-ჯერ აქვს მოგებული.
36 წლის სერბი მეოთხედფინალში კარენ ხაჩანოვს შეხვდება, რომელმაც იტალიელი ლორენცო სონეგო 4 სეტში დაამარცხა. ჯოკოვიჩის მთავარი კონკურენტი როლან გაროსზე ესპანელი კარლოს ალკარასია, რომელმაც მერვედფინალში იტალიელ ლორენცო მუსეტის ასევე ადვილად, 6:3, 6:2, 6:2 მოუგო. ჯოკოვიჩი და ალკარასი შეიძლება ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდნენ.
კომენტარები