- WhoScored-ის საბოლოო რეიტინგები
- რასაც ყველა ველოდით: კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელია!
ევროპის ტოპლიგებში 2022/23 წლების სეზონი დასრულებულია. ის გამორჩეული იყო ქართული ფეხბურთისთვის. ამ სეზონში ელიტაში სამი წარმომადგენელი გვყავდა, რომელთაგანაც ერთ-ერთმა ნამდვილი ფურორი მოახდინა - 21-22 წლის ასაკში ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლისთან ერთად სკუდეტო მოიგო, გახდა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და მოიგო საგოლე პასების კონკურსი (10 ასისტი). დიდი ხანია, რაც ევროპის TOP 5 ლიგებში ასეთი დებიუტი არავის ჰქონია.

ვალენსიას რიგებში გიორგი მამარდაშვილმა საბოლოოდ დაიმკვიდრა ადგილი ტოპგოლკიპერებს შორის. მან ლამის პირადად დატოვა ლა ლიგაში "ღამურები" (გავიხსენოთ, გმირული მატჩი რეალთან).
სამწუხაროდ, ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე სერია A-ს დაემშვიდობა, თუმცა ლუკას ურიგოდ არ წარმოუჩენია თავი.
ბოლო ტურამდე უცნობი იყო
WhoScored-ის ინდივიდუალურ რეიტინგ-ლისტში ბოლო ტურის წინ სერია A-ს ორი ლიდერი ჰყავდა, ხვიჩა კვარაცხელიას და მის თანაგუნდელ ვიკტორ ოსიმენს 7.44 ქულა ჰქონდათ. ბოლო ტურში ნიგერიელმა გოლით გამოიჩინა თავი, ხოლო ხვიჩას უსიამოვნო მშრალი სერია 14 მატჩამდე გაგრძელდა.

სამპდორიასთან 2:0 მოგებულ შეხვედრაში ოსიმენმა 7.53 ქულა მიიღო, კვარაცხელიამ - 7.23. კვარას ორი დარტყმა, 3 მნიშვნელოვანი პასი და 1 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა. შედეგად, ოსიმენმა ზედ ფინიშზე გაასწრო მას და პირველ ადგილზე დაასრულა.
სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელები [WhoScored]
1. ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი) – 7.45 (+0.01)
2. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.43 (-0.01)
3. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო) – 7.24 (0)
4. პაულო დიბალა (რომა) – 7.20 (+0.01)
5. რაფაელ ლეაო (მილანი) – 7.19 (+0.05)
6. ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 7.18 (-0.03)
7. მატია ძაკანი (ლაციო) – 7.16 (-0.03)
8. დომენიკო ბერარდი (სასუოლო) – 7.15 (-0.02)
9. არმან ლორიენტე (სასუოლო) – 7.11 (0)
10. ადრიენ რაბიო (იუვენტუსი) – 7.11 (0)

როგორც ხედავთ, საბოლოოდ ათეულში ნაპოლიდან სხვა ფეხბურთელი არც მოხვედრილა. მარიო რუი (მე-14), კიმ მინ-ჯაე (მე-17), ჯოვანი დი ლორენცო (მე-18) და ანდრე ფრანკ ზამბო ანგისა (მე-20) მეორე ათეულში დარჩნენ.
გოლებით (12) ხვიჩა საზიარო მე-8 ადგილზე გავიდა (სანაბრიასთან, იმობილესთან, ბერარდისთან და დიბალასთან ერთად). მან მოიგო საგოლე პასების კონკურსი (10 ასისტი), ხოლო გოლი+პასი სისტემით მე-4 ადგილზე გავიდა ბულაიე დიასთან ერთად. პირველზე ოსიმენია (30), შემდეგ ლაუტარო (27) და ლეაო (23).
ხვიჩა საშუალოდ დარტყმებით მატჩში მე-7 პოზიციაზეა (2.5); წარმატებული დრიბლინგით (2.2) მეორეა ლორიენტეს შემდეგ; მნიშვნელოვანი პასებით (1.6) მე-18-ეა.
სეზონის სიმბოლურში
კვარაცხელიამ 7.43 ქულით TOP 5 ლიგების რეიტინგ-ლისტი საბოლოოდ მე-14 პოზიციაზე დაასრულა, თუმცა იყო სეზონში პერიოდი, როცა ის ხუთეულშიც კი შევიდა, თუმცა, სამწუხაროდ, ბოლოდროინდელმა მშრალმა სერიამ ის ათეულს ჩამოაშორა.

TOP 5 ლიგების საუკეთესო ფეხბურთელები [WhoScored]
1. ლიონელ მესი (პსჟ) – 8.28 (-0.03)
2. კილიან მნაპე (პსჟ) – 7.80 (-0.02)
3. ნეიმარი (პსჟ) – 7.71 (0)
4. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო) – 7.69 (+0.01)
5. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) – 7.58 (0)
6. ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი) – 7.58 (0)
7. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) – 7.54 (0)
8. ქარიმ ბენზემა (რეალი) – 7.53 (-0.05)
9. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) – 7.51 (0)
10. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 7.49 (-0.03)
...14. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.43 (-0.01)
...937. ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე) – 6.55 (0)
...973. გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) – 6.54 (0)
ბოლო ტურში ათეული აღარ შეიცვალა. მათ გარდა ხვიჩაზე წინ დაასრულეს რეიტინგი: 11. იოზუა კიმიხი (ბაიერნი. 7.47), 12. ოსიმენი, 13. ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი. 7.44).
გიორგი მამარდაშვილმა ბეტისთან 1:1 დასრულებულ მატჩში 6.48 ქულა მიიღო. მისი საშუალო ქულა 6.54-ია. ლუკა ლოჩოშვილის საშუალო ქულა 6.55-ია. სხვათა შორის, სულ 14 მოთამაშეა, ვინც ყველა 38 მატჩი შეუცვლელად (3420 ოფიციალური წუთი) ითამაშა და მათ შორის გიორგი მამარდაშვილია. 14-დან მხოლოდ ორი არ არის მეკარე - ჯეიმს ტარკოვსკი (ევერტონი) და მონტასარ ტალბი (ლორიანი).
25 წლის ლუკა ლოჩოშვილმა 25 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. ტოპლიგებში WhoScored-ის რეიტინგში სულ 1567 ფეხბურთელი მოხვდა ტოპლიგებიდან (ჯამში 2892-მა ფეხბურთელმა ითამაშა).

TOP 5 ლიგების საუკეთესო ფეხბურთელები. U23 [WhoScored]
1. ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი) – 7.58 (0)
2. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) – 7.54 (0)
3. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.43 (-0.01)
4. ბუკაიო საკა (არსენალი) – 7.40 (0)
5. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი) – 7.35 (-0.01)
TOP 5 ლიგების საუკეთესო ტანდემები
ლიონელ მესი ➡ კილიან მბაპე (პსჟ) – 11
კევინ დე ბრუინი ➡ ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) – 8
ბრედლი ბარკოლა ➡ ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი) – 7
ხვიჩა კვარაცხელია ➡ ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი) – 6
ბრუნო ფერნანდეში ➡ მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 6
ალასან პლეა ➡ მარკუს ტურამი (გლადბახი) – 6
ფლორიან სოტოკა ➡ ლოის ოპენდა (ლანსი) – 6
ბუკაიო საკა ➡ გაბრიელ მარტინელი (არსენალი) – 5
დეიან კულუშევსკი ➡ ჰარი კეინი (ტოტენჰემი) - 5
სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ➡ ჩირო იმობილე (ლაციო) – 5
მუსა დიაბი ➡ ჯერემი ფრიმპონგი (ლევერკუზენი) – 5
რემი კაბელია ➡ ჯონათან დევიდი (ლილი) – 5
მაიკლ ოლისე ➡ ებერეჩი ეზე (კრისტალ პალასი) - 5
კომენტარები