Thumbnail
  • საფრანგეთის პროფესიონალურ საფეხბურთო ლიგაში გამოძიება მიმდინარეობს
  • ბორდოში იმედს არ კარგავენ, რომ როდეზთან შეწყვეტილი მატჩი გაგრძელდება

5 ივნისს საფრანგეთის პროფესიონალი ფეხბურთის ლიგის სადისციპლინო კომიტეტში მოსმენა გაიმართა, რომელიც ბორდოსა და როდეზს შორის ლიგა 2-ის შეწყვეტილ მატჩს ეხებოდა. ჟირონდისტები იმედს არ კარგავენ, რომ შეხვედრის გადათამაშება შედგება, რითაც საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში აღზევების კიდევ ერთ შანსს მიიღებენ.

ლე ავრმა ლიგა 2 მოიგო და შემდეგ სეზონში ლიგა 1-ში თამაში გაინაღდა, აი გიორგი მიქაუტიძის მეცს დაცდა მოუწევს, სანამ გაიგებს, ნამდვილად შეუერთდება თუ არა ნორმანდიულ კლუბს ფრანგული ფეხბურთის ელიტურ დივიზიონში. ამისი მიზეზი ბორდოსა და როდეზს შორის შეწყვეტილი მატჩია. ანგარიშის გახსნის შემდეგ როდეზის ფორვარდ ლუკას ბუადესს მასპინძელთა მოედანზე გადასულმა ფანმა ხელი ჰკრა, ფეხბურთელი ძირს დავარდა და მატჩი შეწყდა. სადისციპლინო კომიტეტში გამოსვლის შემდეგ ბორდომ მიმდინარე გამოძიების შესახებ მკვეთრი განცხადება გააკეთა.

"მივიღეთ ცნობა, რომ კომისიამ გადაწყვეტილების მიღება 12 ივნისისთვის გადაწია, რათა გამოძიება განაგრძოს. კომისიამ არ გაითვალისწინა ჩვენი შეთავაზება, სწრაფად გადაგვეთამაშებინა მატჩი, რაც არსებული სანაკრებო კალენდრის გათვალისწინებით, ყველაზე ადეკვატური გადაწყვეტილება იქნებოდა. თუმცა, აღვნიშნავთ, რომ ეს ნაბიჯი არც ჩემპიონატის საბოლოო შედეგს ადასტურებს, არც შეხვედრის განმეორებით ჩატარების საშუალებას იძლევა," - ვკითხულობთ კლუბის მიერ გავრცელებულ ტექსტში.

კომისიაში გამოსვლის დროს ბორდოს წარმომადგენლები თამაშის გაგრძელების პოზიციას დაუჭირეს მხარი და აღნიშნეს, რომ მათი კლუბის ინიციატივით, ბუადესის მიმართ ჩადენილი ქმედების ავტორის წინააღმდეგ უკვე მიმართეს სასამართლოს. მათი განცხადებით, სასამართლო პროცესი სპორტული პროცესის მიღმა უნდა გაგრძელდეს. თუ თამაში გაგრძელდა, ბორდომ ლიგა 1-ში აღზევებისათვის როდეზი 5-ბურთიანი სხვაობით უნდა დაამარცხოს.

კომენტარები

ბოლო ამბები