Thumbnail
  • ჰამბურგი 1:3 (0:3) შტუტგარტი
  • ჰამბურგი ზედიზედ მეექვსე სეზონს გაატარებს II ბუნდესლიგაში

შტუტგარტმა ორი მატჩის ჯამში ჰამბურგი 6:1 გაანადგურა და შემდეგ სეზონსაც ბუნდესლიგაში გაატარებს. ჰამბურგი კი ბოლო ტურის დრამის შემდეგ, კვლავ მეორე ბუნდესლიგას დაუბრუნდება.

მართალია, საპასუხო მატჩში სონი კიტელმა მე-6 წუთზე გახსნა ანგარიში და, თითქოს, ინტრიგა გააჩინა, მაგრამ მეორე ტაიმში სტუმრებმა სამი უპასუხო გოლი გაუტანეს ჰამბურგს. 

ამით შტუტგარტი ბოლო 7 წელიწადში მესამე დაქვეითებას გადაურჩა, ჰამბურგი კი მეორე ეშელონში ზედიზედ მე-6 სეზონს გაატარებს. 

ჰამბურგი 1:3 შტუტგარტი

გოლები: 1:0 კიტელი (6), 1:1 ზაგადუ (48), 1:2 მილო (64), 1:3 სილასი (97) 

კომენტარები

ბოლო ამბები