Thumbnail

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პაოლო მალდინი მილანის ტექნიკური დირექტორის პოსტს დაუყოვნებლივ დატოვებს, გადაწყვეტილება კლუბმა მიიღო. მილანის ლეგენდისა და კლუბის პრეზიდენტის გარი კარდინალეს სამომავლო ხედვები ერთმანეთს არ ემთხვევა. 

რომანოს ცნობით, დღეს პრეზიდენტსა და დირექტორს შორის დაძაბული დისკუსია შედგა, რომლის ბოლოსაც პრეზიდენტმა მალდინის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო. კლუბიდან ასევე მიდის მალდინის ასისტენტი დირექტორი რიკი მასარა. 

შეგახსენებთ, რომ პაოლო მალდინიმ მთელი თავისი საფეხბურთო კარიერა მილანში გაატარა, რომლის რიგებშიც 647 მატჩი ჩაატარა და უამრავი ტიტული მოიგო. მილანში ის 2018 წლის აგვისტოში დაბრუნდა სპორტული სტრატეგიისა და განვითარების დირექტორის სტატუსით. 

შეგახსენებთ, რომ მილანმა სერია A 70 ქულით მე-4 ადგილზე დაასრულა და მომავალ სეზონშიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე კი კლუბმა ნახევარფინალში გააღწია, სადაც დერბი მილანის ინტერთან დათმო.

კომენტარები

ბოლო ამბები