Thumbnail
  • საუდის არაბეთში რობერტ ლევანდოვსკისაც ეპატიჟებოდნენ
  • მუნდო დეპორტივის ინფორმაციით, პოლონელი ბარსელონაში დარჩენა სურს

ქარიმ ბენზემასგან განსხვავებით, რობერტ ლევანდოვსკის საუდის არაბეთში გადასვლა არ სურს. Sky-ს ინფორმაციით, ბარსელონას პოლონელმა თავდამსხმელმა საუდელებს შესანიშნავ შეთავაზებაზე და ასტრონომიულ ხელფასზე უარი უთხრა. ამის შესახებ ინფორმაცია “მუნდო დეპორტივომ” გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ პოლონელს ზღაპრულ ხელფასს ფეხბურთის უმაღლეს დონეზე თამაში ურჩევნია და ბარსელონაში რჩება.

საუდელები არაერთ სუპერვარსკვლავს ეპატიჟებიან. როგორც იცით, კრიშტიანო რონალდო ალ-ნასრში თამაშობს, ბენზემა კარიერას ალ-იტიჰადში გააგრძელებს. ბოლო ინფორმაციით, საუდის არაბეთში ლიონელ მესიც გადავა, ოღონდ არა ახლა, არამედ 2024 წელს.

ლევანდოვსკის ზღაპრულ ხელფასს ფეხბურთის უმაღლეს დონეზე თამაში ურჩევნია

34 წლის ლევანდოვსკის ბარსელონასთან კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს გაფორმებული და ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე კატალონიურ გრანდში სურს თამაში. პოლონელი ბარსაში შარშან, მიუნხენის ბაიერნიდან, 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და თავის პირველ სეზონში ესპანეთის ჩემპიონი და ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 46 ოფიციალურ მატჩში მან 33 გოლის გატანა შეძლო და 8 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები