Thumbnail
  • კარლსრუე განახლებულ სტადიონს 19 ივლისს გახსნის
  • ლივერპულთან ამხანაგური თამაში უკვე დაიგეგმა
  • კარლსრუეში ბუდუ ზივზივაძის თამაში შეაფასეს

მომავალი საკლუბო სეზონის დაწყების წინ ბუდუ ზივზივაძის კარლსრუე ლივერპულს უმასპინძლებს. გერმანულმა კლუბმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და მატჩის თარიღიც გამოაცხადა.

ბადენელთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ KSC-ს და ლივერპულის ამხანაგური მატჩი 19 ივლისს გაიმართება და ეს იქნება პირველი თამაში განახლებულ “BBBank ვილდპარკ არენაზე”, რომლის ოფიციალური გახსნაც სწორედ ამ ტესტ-მატჩს დაამთხვიეს. კარლსრუეს სტადიონის მოდერნიზება პირველი ფაზით 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. განახლებულ არენაზე 34 000-ზე მეტი მაყურებელი დაეტევა.

განახლებულ "ვილდპარკს" ივლისში ვნახავთ

“კარლსრუეს ოჯახი, მთელი ქალაქი და რეგიონი მოუთმენლად ელოდება ახალი “BBBank ვილდპარკის” გახსნას. მიხარია, რომ ამ ისტორიულ დღეს ისეთ გრანდს ვუმასპინძლებთ, როგორიც ლივერპულია,” - განაცხადა KSC-ს გენერალურმა მენეჯერმა მიხაელ ბეკერმა.

ამასობაში, კარლსრუეს გამოცემა ka-news-მა სეზონი შეაჯამა და KSC-ს სატრანსფერო პოლიტიკაზე წერს. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ბუდუ ზივზივაძის შეფასებაა. აი, რას ვკითხულობთ ხსენებულ გამოცემაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელზე: “ბუდუ ზივზივაძე კარგ გზაზე დგას. მართალია, ქართველს ჯერ ტოპ-თამაში არ უჩვენებია, მაგრამ ნელ-ნელა უმატებს. ვნახოთ, რამდენად ეყოფა 29 წლის ახალწვეულს ხარისხი და ასევე სასტარტო სისწრაფეც იმისათვის, რომ ჩვენთან ადგილი დაიმკვიდროს.”

კარლსრუეს საშინაო მატჩებს ყოველთვის ბევრი მაყურებელი ჰყავს

ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგაში 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯამში 229 წუთი ითამაშა. კაიზერსლაუტერნთან დერბიში მან მნიშვნელოვანი გოლის გატანა შეძლო. კარლსრუემ მეორე ბუნდესლიგაში მე-7 ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები