Thumbnail

ასტანის გრანდ სლემი | ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადში ცვლილებაა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ტატამიზე ვლადიმერ ახალკაცი გავა
  • ყაზახეთის დედაქალაქი ტურნირს 16-18 ივნისს უმასპინძლებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობაში, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 16-18 ივნისს დაგეგმილ გრანდ სლემზე უნდა გამოვიდეს, ერთი ცვლილება მოხდა.

განაცხადს დაემატა ვლადიმერ ახალკაცი, რომელიც ბოლოს ტატამიზე შარშან ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ვიხილეთ. ის ერთადერთი იქნება, ვინც საქართველოს 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ ასტანაში ბექა ღვინიაშვილიც მიდის, თუმცა, ის წონას იცვლის და არა ჩვეულ 90-ში, არამედ, 100 კგ-ში იასპარეზებს.

ამდენად, ყაზახური ტურნირისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადი უკვე 11 ძიუდოისტამდე ავიდა. 5 წონითი კატეგორია გაორებულია, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში კი წარმომადგენელი არ გვეყოლება.

საქართველოს ნაკრები ასტანის გრანდ სლემზე

გიორგი თუთაშვილი, ლაშა ნადირაძე (ორივე - 66 კგ.), კოტე კაპანაძე, გიორგი ტერაშვილი (ორივე - 73 კგ.), ზაურ დვალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე (ორივე - 81 კგ.), ვლადიმერ ახალკაცი (90 კგ.), ბექა ღვინიაშვილი, გიორგი ბერიაშვილი (ორივე - 100 კგ.), გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე - 100 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები