- სუვონი 1:3 ულსან ჰიუნდაი
- ყაზაიშვილი შეცვლაზე შემოვიდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მე-17 ტურში ვაკო ყაზაიშვილის ულსან ჰიუნდაი სტუმრად სუვონს დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა. 30 წლის ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო, მაგრამ 46-ე წუთზე გამოვიდა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და თავის გუნდს ქულების მოპოვებაში დაეხმარა.
პირველი ტაიმი ულსანმა 0:1 წააგო, მეორე ნახევარში ვაკოს გუნდმა ქამბექის შესრულება შეძლო. 93-ე წუთზე კი, როცა ანგარიში 2:1 იყო, ყაზაიშვილმა ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან მიიღო, შემდეგ მცველი ეფექტური მოძრაობით მოატყუა და კუთხეში მეკარეს აუღებელი დაურტყა.
ქართველი შემტევისთვის ეს K league 1-ის მიმდინარე სეზონში მე-6 გოლია. ის ტურნირის ბომბარდირს მხოლოდ 3 გოლით ჩამორჩება.
ულსანი 17 ტურის შემდეგ 41 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან პოჰანგს ლაივ ცხრილში 11 ქულით უსწრებს. შემდეგ ტურში ვაკოს გუნდი 10 ივნისს ჯეჯუ იუნაიტედს უმასპინძლებს.
კომენტარები