Thumbnail
  • ფიფაში კვარაცხელაის საუკეთესო ბარათი გამოვიდა
  • სეზონის გუნდები TOP 5 ლიგების მიხედვით

2022/23 წლების საფეხბურთო სეზონი დასრულდა. წამყვან ლიგებში ჩემპიონები და საუკეთესო ფეხბურთელები გამოვლინდნენ. სერია A 33-წლიანი პაუზის შემდეგ ნაპოლიმ მოიგო და ამაში უდიდესი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის, რომელსაც MVP-ის ჯილდო გადაეცა - ეს ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყო თავია. 

ყველაზე პოპულარულ საფეხბურთო სიმულატორს FIFA 23-ს ძალიან წარმატებული სეზონი ჰქონდა, EA-სა FIFA-ს ბოლო თამაში ფრენჩაიზის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი გამოდგა. სეზონის მიმდინარეობისას თამაშში გამორჩეული ფეხბურთელების ბარათები ჩნდებოდა, გავიხსენოთ, ხვიჩა კვარაცხელიას “ქარდები”, რომლებიც პერიოდულად FUT რეჟიმში იყო ხელმისაწვდომი.

EA-მ ნაპოლის ქართველი ვარსკვლავის ოთხი სპეციალური ბარათი გამოუშვა, მიმდევრობით მივყვეთ: კვარას პირველი ქარდი თებერვალში გამოჩნდა - მომავალი ვარსკვლავების გუნდში, რომელშიც მისი რეიტინგი 90-ით შეფასდა, შემდეგ იყო ზედიზედ ორჯერ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება - თებერვალსა და მარტში, შესაბამისად 86-იანი და 88-იანი “ქარდები”. სეზონის ბოლოს კი კვარაცხელიას საუკეთესო ბარათი გამოვიდა, იგი სეზონის გუნდში მოხვდა, სადაც 96-იანი რეიტინგი მიანიჭეს. 

ევროპის TOP 5 ლიგებში სეზონის გუნდებიდან ყველაზე მაღალი რეიტინგი ლიონელ მესის აქვს (98), 97-იანი რეიტინგი კი ერთბაშად 10 ფეხბურთელმა დაიმსახურა, ესენი არიან: კილიან მბაპე, კევინ დე ბრუინი, ერლინგ ჰაალანდი, ჯუდ ბელინგემი, ჯამალ მუსიალა, ქარიმ ბენზემა, რობერტ ლევანდოვსკი, ლუკა მოდრიჩი, რაფაელ ლეოა და ვიქტორ ოსიმენი. 

Team of the Season - ინგლისის პრემიერლიგა

ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) - 97
კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) - 97
მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) - 96
რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი) - 96
ჰარი კეინი (ტოტენჰემი) - 95
მარკუს რაშფორდი (მანჩესტერი) - 95
კაზემირო (მანჩესტერი) - 94
ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი) - 93
ბუკაიო საკა (არსენალი) - 93 
გაბრიელ მარტინელი (არსენალი) - 93
მარტინ ოდეგაარდი (არსენალი) - 92
კირან ტრიპიერი (ნიუკასლი) - 92
ვილიამ სალიბა (არსენალი) - 92
ოლეკსანდრ ზინჩენკო (არსენალი) - 92
აარონ რამსდეილი (არსენალი) - 90

გერმანიის ბუნდესლიგა

ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი) - 97
ჯამალ მუსიალა (ბაიერნი) - 97
მატეის დე ლიხტი (ბაიერნი) - 96
იოზუა კიმიხი (ბაიერნი) - 96 
კრისტოფერ ნკუნკუ (ლაიპციგი) - 95
მუსა დიაბი (ლევერკუზენი) - 94
იულიან ბრანდტი (დორტმუნდი) - 93
ალფონსო დეივისი (ბაიერნი) - 92
ჯერემი ფრიმპონგი (ლევერკუზენი) - 92
ნიკლას ფიულკრუგი (ვერდერი) - 92
გრეგორ კობელი (დორტმუნდი) - 92 
რანდალ კოლო მუანი (აინტრახტი) - 92
ლეროი სანე (ბაიერნი) - 91
იონას ჰოფმანი (გლადბახი) - 90
ნიკო შლოტერბეკი (დორტმუნდი) - 90

ესპანეთის ლა ლიგა

ქარიმ ბენზემა (რეალი) - 97
რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) - 97
ლუკა მოდრიჩი (რეალი) - 97
ვინისიუს ჯუნიორი (რეალი) - 95
ედერ მილიტაო (რეალი) - 95
პედრი (ბარსელონა) - 95
ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო) - 94
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა) - 94
ალეხანდრო ბალდე (ბარსელონა) - 93
მიკელ მერინო (სოსიედადი) - 93
ჟიულ კუნდე (ბარსელონა) - 93
ფედერიკო ვალვერდე (რეალი) - 93
მარკოს ლორენტე (ატლეტიკო) - 93
რაფინია (ბარსელონა) - 92
გაბრი ვეიგა (სელტა) - 92
ნაუელ მოლინა (ატლეტიკო) - 92
ხავი გალანი (სელტა) - 92
ნაბილ ფეკირი (ბეტისი) - 91
დავიდ გარსია (ოსასუნა) 90

საფრანგეთის ლიგა 1

ლიონელ მესი (პსჟ) - 98
კილიან მბაპე (პსჟ) - 97
ნეიმარი (პსჟ) - 96
ალეკსანდრ ლაკაზეტი (ლიონი) - 95
მარკინიოსი (პსჟ) - 95
ვისამ ბენ იედერი (მონაკო) - 94
ჯონათან დავიდი (ლილი) - 94
ფაკუნდო მედინა (ლენსი) - 94
მარკო ვერატი (პსჟ) - 94
ჯონათან კლაუსი (მარსელი) - 93
ნუნო მენდეში (პსჟ) - 93
ბრაის სამბა (ლენსი) - 93
სეკო ფოფანა (ლენსი) - 92
რენატო სანჩესი (პსჟ) - 92
მუსა სისოკო (ნანტი) - 92
სტეფი მავიდიდი (მონპელიე) - 92
რემი კაბელა (ლილი) - 91
ჟან-კლერ ტოდიბო (ნიცა) - 91
ბენჟამინ ანდრე (ლილი) - 90

იტალიის სერია A

რაფაელ ლეაო (მილანი) - 97
ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) - 97
ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) - 96
ლაუტარო მარტინესი (ინტერი) - 95
პაულო დიბალა (რომა) - 95
ნიკოლო ბარელა (ინტერი) - 95
ტეო ერნანდესი (მილანი) - 94
ადრიენ რაბიო (იუვენტუსი) - 94
კრის სმოლინგი (რომა) - 94
ბრემერი (იუვენტუსი) - 93
ვოიჩეხ შჩესნი (იუვენტუსი) - 93
ანხელ დი მარია (იუვენტუსი) - 93
სანდრო ტონალი (მილანი) - 92
ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი) - 92
ფიკაიო ტომორი (მილანი) - 92
ხუან კუადრადო (იუვენტუსი) - 91
გაბრიელ სტრეფეცა (ლეჩე) - 90
კიმ მინ-ჯე (ნაპოლი) - 89

კომენტარები

ბოლო ამბები