- Le Parisien-ის ცნობით, კრისტოფ გალტიეს გაშვების შესახებ დღეს შეატყობინეს
- ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ მას გერმანელი იულიან ნაგელსმანი შეცვლის
კრისტოფ გალტიე პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი აღარაა. Le Parisien-ის ცნობით, 56 წლის ფრანგ სპეციალისტს დღეს შეატყობინეს, რომ ის პარიზულ გრანდს აღარ გაწვრთნის. გალტიესთან საუბარი პსჟ-ს სპორტულ დირექტორ ლუის კამპოსს ჰქონდა.
კრისტოფმა ფრანგული გუნდი გასული წლის ზაფხულში ჩაიბარა და კონტრაქტის თანახმად, 2024 წლამდე უნდა ემუშავა. მის ხელში პსჟ-მ ქვეყნის ჩემპიონობა მეთერთმეტედ იზეიმა, თუმცა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ბაირნთან ორივე მატჩი წააგო (0:1, 0:2). ამას გარდა, პარიზელებმა ასევე მერვედფინალში დაასრულეს ასპარეზობა საფრანგეთის თასზე, სადაც მათ მარსელმა აჯობა.
ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ გალტიეს პსჟ-ში გერმანელი იულიან ნაგელსმანი შეცვლის, რომელიც მარტში ბაიერნიდან გაათავისუფლეს. 35 წლის ნაგელსმანის სახელს ტოტენჰემს, ჩელსისა და ნაპოლისაც უკავშირებდნენ. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა გერმანელი სპეციალისტი მიუნხენურ გრანდამდე ჰოფენჰაიმს (2016-2019) და ლაიპციგს (2019-2021) ედგა სათავეში.
კომენტარები