- 29 ივნისამდე ორლანდომ რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს
- Sports Illustrated-ის აზრით, ორლანდო მეჯიქი ბითაძეს დაიტოვებს
ორლანდო მეჯიქში გადასვლის შემდეგ, გოგა ბითაძემ დაამტკიცა, რომ NBA-ში დარჩენას იმსახურებს და ფორიდულ გუნდს გადაწყვეტილების მიღება გაურთულა. საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ცენტრმა სათამაშო წუთების ზრდასთან ერთად პირადი სტატისტიკაც გამოასწორა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, პოტენციალი გამოამჟღავნა.
ჯერჯერობით უცნობია, დაიტოვებს თუ არა ორლანდო მეჯიქი მას გუნდში. ამერიკული გამოცემა Sports Illustrated ბითაძის მომავალზე წერს და აღნიშნავს, რომ ორლანდოს გოგას გუნდში დატოვება აწყობს და დიდია იმის ალბათობა, რომ ასეც მოხდეს.
"ორლანდო მეჯიქს მომდევნო კვირებში რამდენიმე რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, მათ შორის კი, ბითაძის მომავალია. The Athletic-ის აზრით, ამ ვარიანტს გუნდი 29 ივნისამდე (დედლაინამდე) არ აირჩევს. თუმცა, ბითაძეს შანსი აქვს, რომ მომდევნო სეზონში ისევ გამოსცადონ. თებერვალში გუნდთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ბითაძემ 17 თამაში ჩაატარა და საშუალოდ 5.8 ქულასა და 5.2 მოხსნას აგროვებდა. მან როტაციაში მო მამბას ადგილი დაიკავა, რომელიც ლოს ანჯელეს ლეიკერსში გაუშვეს. 23 წლის ასაკში ბითაძე განვითარებას ისევ განაგრძობს და თუ დარჩება, შესაძლოა, გუნდზე გავლენა იქონიოს.

გადაწყვეტილება იმაზეა დამოკიდებული, თუ რას იზამს მეჯიქი NBA-ს დრაფტზე. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ორლანდოს ორი არჩევანის უფლება აქვს, გუნდს შეუძლია ცენტრის აყვანა, რომელიც როტაციაში ბითაძის როლს დაჩრდილავს. თუმცა, თუ მეჯიქი გადაწყვეტს, რომ ცენტრი არ აირჩიოს, ბითაძის შემადგენლობაში დარჩენის შანსი გაიზრდება. არსებობს იმის ალბათობა, რომ ის მომდევნო სეზონში მეჯიქის დამხმარე ცენტრი იყოს და თუ მხოლოდ 2 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, ორლანდომ, შესაძლოა, ხელსაყრელი გარიგება განახორციელოს", - წერს Sports Illustrated.
შეგახსენებთ, რომ გოგას მიჯიქმა 612 ათასი დოლარი გადაუხადა, შემდეგ სეზონში კი, მისი ხელფასი 2.1 მილიონი დოლარი იქნება, მაგრამ კონტრაქტის გააქტიურება მთლიანად გუნდზეა დამოკიდებული. 2024 წელს კი ბითაძე თავისუფალი აგენტი გახდება.
კომენტარები