- ქართველი კალათბურთელი სერია A-ს კლუბში გასული წლის ნოემბრიდან ირიცხებოდა
- თუ სად გააგრძელებს ბექა ბურჯანაძე კარიერას, ჯერჯერობით, უცნობია
იტალიურმა რეჯო ემილიამ ქართველ კალათბურთელ ბექა ბურჯანაძესთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.
"გული, მრისხანება და მონდომება. მადლობა ბექა და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ" - დაწერა კლუბმა სოციალურ ქსელში.
29 წლის ქართველი ფორვარდი სერია A-ს კლუბში გასული წლის ნოემბერში გადავიდა. მაშინ რეჯო ემილიამ მას ორთვიანი კონტრაქტი გაუფორმა, რომელიც შემდეგში გაგრძელებულ იქნა, თუმცა, ხშირი ტრავმიანობის გამო, ბექას თამაში მაინც იშვიათად უწევდა.
ბურჯანაძემ იტალიური კლუბის მაისურით ჩემპიონატში 17 მატჩი ჩაატარა და ასეთი საშუალო სტატისტიკა ჰქონდა: 17.5 წუთი, 5.9 ქულა, 3.9 მოხსნა.
შეგახსენებთ, რომ ბექა ბურჯანაძეს თითქმის მთელი კარიერა ესპანეთში აქვს გატარებული, სადაც კახასოლის, ლეიმა ბასკეტ კორუნას, მორაბანკ ანდორას, გიპუზკოა ბასკეტის, გრან კანარიასა და ბეტისის ღირსებას იცავდა. თუ სად გააგრძელებს ქართველი კალათბურთელი თამაშს, ჯერჯერობით, უცნობია.
კომენტარები