Thumbnail

'საკითხი 100 პროცენტით გადაწყვეტილია' - ლეო მესი თავის მომავალზე

  • 35 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა თავის მომავალზე ისაუბრა
  • მსოფლიოს 2022 წლის არგენტინელი ჩემპიონი ბარსელონაში არ ბრუნდება

გადაწყვეტილია - მსოფლიოს ფეხბურთის არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს. ანის შესახებ ბარსელონას და პარი სენ-ჟერმენის აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა თავდამსხმელმა თავად გამოაცხადა. 

ამასთან, 35 წლის მსოფლიოს არგენტინელმა ჩემპიონმა აღნიშნა, რომ ევროპაში თამაში მხოლოდ კატალონიურ გრანდში სურდა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა, ამერიკულ ინტერ მაიამიში გადასულიყო - კლუბში, რომლის თანამფლობელი ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემია.

"მქონდა წინადადები ევროპიდან, მაგრამ ერთადერთი გუნდი, რომელშიც გადასვლა მსურდა, ბარსელონა იყო. საქმე რომ ფულს ეხებოდეს, საუდის არაბეთში ან სადმე სხვაგან წავიდოდი. საუბარი დიდ თანხაზე იყო. 

ბარსელონაში არ დავბრუნდები, მე მივდივარ ინტერ მაიამიში. საკითხი ასი პროცენტით გადაწყვეტილლია, მაგრამ დარჩენილილია გარკვეული დეტალების მოგვარება. 

ძალიან დიდი სურვილი მქონდა, დავბრუნებულიყავი ბარსელონაში, თუმცა ამავდროულად, არ მინდოდა აღმოვჩენილიყავი რთულ სიტუაციაში - როდესაც ჩემი კარიერა სხვა ადამიანების გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. გადაწყვეტილების მიღება თავად მსურდა, საკუთარ თავსა და ოჯახზე ფიქრით. გავიგე, რომ ბარსელონაში ჩემი დაბრუნების გამო უამრავი სხვადასხვა პროცედურა უნდა ჩატარებულიყო, მათ შორის, ადამიანების გათავისუფლება, ფეხბურთელების გაყიდვა და ხელფასების დაკლება. სიმართლე გითხრათ, არ მსურდა, ამის გამო შფოთი და ფიქრი იმაზე, როგორ ცვლილებებს გამოიწვევდა ჩემი დაბრუნება. ბარსელონაში კარიერის განმავლობაში ბევრი რამ მოვისმინე და არ მსურს უსიამოვნო მომენტების კიდევ ერთხელ გადატანა.   

ბარსელონას ხელმძღვანელობასთან კონტრაქტზე არცკი მისაუბრია. კლუბმა პირობები შემომთავაზა, მაგრამ ეს არ იყო ოფიციალური, არც წერილობითი ან სხვა სახის. ბარსელონას სურდა ჩემი მიწვევა, მაგრამ საქმე წინ არ მიდიოდა ადმინისტრაციული ნიუანსების გამო. 

მსურდა ბარსელონასთან ახლოს ყოფნა. მოვა დრო და ისევ ვიცხოვრებ ბარსელონაში და ეს უკვე გადაწყვეტილია. იმედი მაქვს, ერთ დღესაც შევძლებ ამ გუნდის დახმარებას, რადგან ეს არის კლუბი, რომელიც მიყვარს", - თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენმა მესის წასვლა 2022/23 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დააანონსა. არგენტინელმა პარიზული კლუბი, რომელშიც ორი სეზონი გაატარა, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. 

იქამდე, სანამ ინტერ მაიამის წინადადებას დათანხმდებოდა, ლეომ არ მიიღო ბარსელონას და საუდი არაბეთის ალ ჰილალის წინადადებები. ეს უკანასკნელი არგენტინელს ორ წელიწადში გასამრჯელოდ 1.2 მილიარდ ევროს პირდებოდა. 
  
ახლახან დასრულებულ სეზონში ლიონელ მესიმ ყველა ტურნირში პარი სენ-ჟერმენის 41 მატჩში ითამაშა, გაიტანა 21 გოლი და მიითვალა 20 საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები