Thumbnail

უეფას კონფერენსლიგის სულ რაღაც მეორე სეზონი დასრულდა - ამ სეზონში ევროთასების სამივე ფინალში იტალიური კლუბები გავიდნენ, თუმცა უკვე მეორე ფინალია, იტალიური კლუბები ამ ფინალებს აგებენ - ევროპალიგაზე რომამ სევილიასთან დათმო, ახლა კი ფიორენტინამ ლონდონის ვესტ ჰემთან წააგო. რჩება მხოლოდ მილანის ინტერი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში სულაც არ არის ფავორიტი მანჩესტერ სიტისთან დაპირისპირებაში. ს

პირველი ტაიმის მთავარი მოვლენა მე-5 დამატებულ წუთზე მოხდა, როცა ლუკა იოვიჩმა გოლი გაიტანა, მაგრამ ის მსაჯმა არ ჩათვალა. ეპიზოდი VAR-ზე შემოწმდა, მაგრამ ვიდეორეფერიმ მსაჯის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

მე-60 წუთზე გამოცდილმა კრისტიანო ბირაგიმ, რომელიც ვესტ ჰემის ფანებისგან მანამდე დაზარლდა, საჯარიმოში ხელით ითამაშა და მსაჯმა გადამოწმების შემდეგ იტალიელთა კარში პენალტი დანიშნა. ალჟირელმა მოჰამედ საიდ ბენრაჰმამ ანგარიში გახსნა. "იებმა" ხუთ წუთში გაათანაბრეს, მსოფლიოს ჩემპიონმა ნიკო გონსალესმა თავით დაუგდო 33 წლის ჯაკომო ბონავენტურას და მანაც აუღებლად დაარტყა - 1:1. 

მატჩის გმირი 26 წლის ჯაროდ ბოუენი გახდა, გარემარბმა ლუკაშ პაკეტას გამჭოლი პასი მიიღო, მეკარესთან პირისპირ გავიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა - 1:2. 

დევიდ მოიესი

საინტერესო ფაქტები

🟠 ვესტ ჰემი ევროთასების ფინალში ბოლოს 1976 წელს იყო (თასების მფლობელთა თასი) - ეს 47-წლიანი პაუზაა, უფრო ხანგრძლივი პაუზა მხოლოდ მანჩესტერ სიტის ჰქონდა - 51 წელიწადი (1970 და 2021 წლები). 

🟠 პრემიერლიგის გუნდებიდან ყველაზე მეტი პენალტი სიტის (14) შემდეგ ვესტ ჰემმა გაიტანა სეზონში - 12.

🟠 კრისტიანო ბირაგი პაოლო მალდინის შემდეგ (2005 წ. – 36 წლის) ყველაზე ხანდაზმული იტალიელი გახდა, ვინც ევროთასების ფინალში გოლი გაიტანა - 33 წლის და 289 დღის.  

🟠 პირველი და აქამდე უკანასკნელი ევროთასი ვესტ ჰემმა 1965 წელს მოიგო, მას მერე 58 წელიწადი გავიდა. ვესტ ჰემი ასევე ინტერტოტოტოს თასის 1999 წლის გამარჯვებულია, თუმცა ეს ტურნირი ძირითად ევროტურნირად არ ითვლება.

🟠 ყველაზე დიდი ტიტული, როგორც მწვრთნელს, რაც აქამდე 60 წლის დევიდ მოიესს მოეგოა, 2013 წლის ქომუნითი შილდი (ინგლისის სუპერთასი) იყო მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად.  

🟠 90-ე წუთზე გამარჯვების გოლები ევროთასების ფინალებში მხოლოდ ინგლისურ კლუბებს გააქვთ - 1999 წელს მანჩესტერ იუნაიტედს, 2013 წელს ჩელსის და ახლა ვესტ ჰემს. 

ფიორენტინა 1:2 ვესტ ჰემი

გოლები: 0:1 ბენრაჰმა (62-პენალტი), 1:1 ბონავენტურა (67. გონსალესის პასით), 1:2 ბოუენი (90. პაკეტას პასით)

ფიორენტინა (4-2-1-3): ტერაჩანო - დოდო, მილენკოვიჩი, რანიერი (84. იგორი), ბირაგი - ამრაბატი, მანდრაგორა (93. ბარაკი) - ბონავენტურა - გონსალესი, იოვიჩი (46. კაბრალი), კუამე (62. საპონარა)

ვესტ ჰემი (4-2-1-3): არეოლა - ცოუფალი, ზუმა, აგერდი, ემერსონი - სოუჩეკი, რაისი - პაკეტა - ბოუენი, ანტონიო (94. ოგბონა), ბენრაჰმა (76. ფორნალსი).

კომენტარები

ბოლო ამბები