Thumbnail

მესამედ იუვენტუსში? მორატას დაბრუნება სურს და ხელფასის შემცირებაზეც თანახმაა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ალვარო მორატას ტურინის იუვენტუსში დაბრუნება უნდა
  • ესპანელი ფორვარდის მეუღლე იტალიელია და ტურინში ისინი თავს კარგად გრძნობდნენ

ალვარო მორატა შეიძლება ისევ იუვენტუსში გადავიდეს. გაძეტა დელო სპორტი დღევანდელ ნომერში ტურინელთა სატრანსფერო გეგმების შესახებ წერს, მათ შორის, მორატას პოტენციურ დაბრუნებაზეც.

იტალიური გაზეთის ცნობით, ესპანელ ფორვარდს ძალიან სურს იუვეში დაბრუნება, სადაც 2014-2016 წლებში (93 მატჩი, 27 გოლი) და 2020-2022 წლებში (92 მატჩი, 32 გოლი) თამაშობდა. ალვაროს მადრიდის ატლეტიკოსთან კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, მისი ხელფასი კი სეზონში 8 მილიონი ევროა. თუმცა, მორატა მზადაა იტალიაში დაბრუნების გამო გაცილებით ნაკლებ გასამრჯელოზე დათანხმდეს.

მორატას იუვენტუსში კარგი წლები აქვს გატარებული

ბევრი რამ დამოკიდებული იქნება დუშან ვლაჰოვიჩისა და არეკ მილიკის მომავალზე. სერბი შესაძლოა ტურინელებმა გაყიდონ, ხოლო პოლონელის მარსელიდან გამოსყიდვის საკითხი ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის. თავის მხრივ, მორატა ატლეტიკოსთვის შეუცვლელ ფიგურად ნამდვილად არ მიიჩნევა.

30 წლის ესპანელი თავდამსხმელის გარდა, გაძეტა დელო სპორტი "ბებერი ქალბატონის" შეტევას ვილფრიდ ნიონტოს (ლიდსი), რიკარდო ორსოლინის (ბოლონია) და ნიკოლო ძანიოლოს (გალათასარაი) უკავშირებს. შეგახსენებთ, რომ იუვენტუსს სერია A-ში 10 ქულა დააკლეს, რის შედეგადაც მომდევნო სეზონში კონფერენსლიგაზე ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები