Thumbnail
  • მაიამი ჰიტი 94:109 დენვერ ნაგეტსი
  • ნიკოლა იოკიჩმა და ჯამალ მარიმ თავის გუნდს საშინაო უპირატესობა დაუბრუნეს

თუ წინა შეხვედრაში დენვერ ნაგეტსის მხრიდან გამორჩეული მხოლოდ ნიკოლა იოკიჩი იყო, ამჯერად მას მხარი ჯამალ მარიმაც აუბა. კოლორადოელების დუეტმა NBA-ს ფინალების რეკორდიც მოხსნა - ორივე მათგანმა სამმაგი დუბლი გაიფორმა, თავიანთ გუნდს მაიამისთან სტუმრად 109:94 მოაგებინა და სერიაში 2:1 დააწინაურა.

ცალკე ამაბვია სერბი კალათბურთელის პირადი რეკორდი, რომელმაც 32 ქულა, 21 მოხსნა და 10 პასი დააგროვა, მსგავსი შედეგი (30+ ქულა, 20+ მოხსნა და 10+ პასი) ფინალების ისტორიაში არავის დაუფიქსირებია, აღსანიშნავია ისიც, რომ ეს წლევანდელ პლეი ოფში მისი მე-10 სამმაგი დუბლია. ჯამალ მარის ანგარიშზე კი, 34 ქულა, 10 მოხსნა და 10 პასია.

მიმდინარე პლეი ოფში იოკიჩმა მე-10 სამმაგი დუბლი გაიფორმა

შეხვედრა დიდ შესვენებამდე თანაბარი უპირატესობით მიმდინარეობდა - პირველი პერიოდი ფრედ დასრულდა, მეორე მეოთხედის ბოლოს კი ნაგეტსმა 5 ქულით გაქცევა მოახერხა. საბოლოო ჯამში, ყველაფერი მეოთხე პერიოდის დაწყებამდე დასრულდა, დენვერი უკვე 14 ქულით იგებდა და მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში ქამბექების მხრივ მაიამი საუკეთესო გუნდია, ამ შეხვედრაში დაბრუნება მაინც ვერ მოახერხა.

ფლორიდელების მხრიდან გამორჩეული იყო ჯიმი ბატლერი, რომელსაც 28 ქულა ჰქონდა, ორმაგი დუბლი გაიფორმა ბემ ადებაიომ, რომლის ანგარიშზეც 22 ქულა და 17 მოხსნაა.

შემდეგი მატჩი კვლავ მაიამის Kaseya Center-ში 10 ივნისს გაიმართება და შესაძლოა, სერიის მე-4 შეხვედრა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები