- "კორიერე დელო სპორტი" ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე წერს
- თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილია და საბუთს მხოლოდ ხელის მოწერა აკლია
- მარკო ტარდელი: ოსიმენი კვარაცხელიას წყალობით უკეთესი გახდა
ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლისთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს - ეს პრაქტიკულად გადაწყვეტილია. "კორიერე დელო სპორტი" წერს, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა კარგად მიმდინარეობს და ხელშეკრულების განახლების შესაძლებლობა ამ ეტაპზე აშკარაა.
კვარა ამჟამად ნაპოლიში თითქმის 1.4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და კონტრაქტი ძალაში 2027 წლამდეა, მაგრამ მას 1 წლით, 2028 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს. ამის საფუძველზე ხვიჩას ხელფასი სეზონში 2.5 მილიონამდე გაიზრდება, რასაც ბონუსებიც დაემატება. წყაროს თანახმად, ნებისმიერ შემთხვევაში, ქართველი ვარსკვლავის გასამრჯელო 3.5 მილიონ ევროს არ გადააჭარბებს, რაც ნაპოლიში ერთგვარი სახელფასო ჭერია.
ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ კვარა არაერთ ევროპულ გრანდს დაუკავშირეს, მიმდინარე ზაფხულს მისი ნეაპოლიდან წასვლა პრაქტიკულად გამორიცხულია.
ხვიჩა კვარაცხელიამ 2022/23 წლების სეზონი ყველა ტურნირზე 43 მატჩში 14 გოლით, 14 საგოლე პასით და 5 მოპოვებული პენალტით დაასრულა. ის სადებიუტო სეზონშივე სერია A-ს ჩემპიონი, 3-ჯერ თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ყველაფერი იმით დაგვირგვინდა, რომ სეზონის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.
კომენტარები