Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების კალათბურთელები, სავარაუდოდ, ისევ ერთად ითამაშებენ
  • მომავალი სეზონისთვის მურსიელთა გეგმებზე La Opinión de Murcia წერს

ესპანურმა მურსიამ მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის დაკომპლექტება დაიწყო და ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ კვლავაც მის რიგებში ითამაშებენ საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელები რატი ანდრონიკაშვილი და თად მაკფადენი. ამის შესახებ La Opinión de Murcia წერს:

"მას მერე, რაც მურსიამ კონტრაქტი განუახლა მთავარ მწვრთნელს სიტო ალონსოს, შემადგენლობის დაკომპლექტების დრო დადგა. ცნობილი გახდა, რომ გუნდმა ხელშეკრულება გაუგრძელა მონტენეგროელ ნემანია რადოვიჩს, რის შემდეგაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მურსიას მომავალი სეზონისთვის 3 კალათბურთელი ჰყავს დაბევებული. იგულისხმებიან ახალგაზრდა კალათბურთელები, ქართველი რატი ანდრონიკაშვილი და სლოვენიელი ურბან კლავზარი, რომლებთან თანამშრომლობის გაგრძელება ასევე გადაწყვეტილია. თითქმის შეთანხებულია ახალი კოტრაქტების დეტალები დავიდ იელინეკთანა და ჯორდან სახოსთან. მურსია ასევე მუშაობს, რომ ახალი ხელშეკრულებები შესთავაზოს თად მაკფადენსა და სედიელ როხასს".

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ანდრონიკაშვილმა ლიგა ენდესას გასულ სეზონში მხოლოდ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 5:23 წუთში 2.2 ქულა და 1.2 პასი ჰქონდა. რატისგან განსხვავებით, მურსიელთა ერთ-ერთი ლიდერი იყო მაკფადენი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი იყო: 21.27 წუთი, 13.2 ქულა, 1.6 მოხსნა, 2.2 პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები