Thumbnail
  • მანჩესტერში კიმის ტრანსფერის გადასვლის შანსი მაღალია
  • თუმცა, აქსელ დისასის ტრანსფერმა შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს

ნაპოლის მცველი კიმ მინ-ჯე შეიძლება მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდეს. ამის შესახებ პრესა უკვე კარგა ხანია წერს, ბოლო ცნობებით კი, კონტრაქტის დეტალებიც გასაჯაროვდა.

ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი ნიკოლო სკირა სოციალურ ქსელში წერს, რომ კიმი მანჩესტერში გადასვლასთან ახლოსაა და ინგლისელებს მისთვის კონტრაქტიც მზად აქვთ.

"კიმ მინ-ჯე უახლოვდება მანჩესტერ იუნაიტედს, რომელიც მზად არის ნაპოლის მისი გამოსასყიდი თანხა გადაუხადოს. ინგლისური კლუბი ფეხბურთელს კონტრაქტს 2028 წლამდე და სეზონში 6 მილიონ ევროს ბონუსებით სთავაზობს", - წერს სკირა სოციალურ ქსელში.

მეორე მხრივ, ფრანგული გამოცემა "ეკიპი" იტყობინება, რომ მანჩესტერმა პრაქტიკულად მიაღწია შეთანხმებას მონაკოსთან აქსელ დისასის ტრანსფერზე, რომელიც ასევე ცენტრალური მცველია. ამგვარად, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, არაა გამორიცხული კიმის ინგლისურ გრანდში ტრანსფერმა უკანა პლანზე გადაიწიოს.

შეგახსენებთ, რომ კიმ მინ-ჯე ნაპოლიმ 1 წლის წინ ფენერბაჰჩედან 18 მილიონ ევროდ იყიდა. სამხრეთკორეელმა მცველმა გასულ სეზონში 45 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, ნეაპოლელთა ჩემპიონობაში კი ძალიან დიდი წვლილიც შეიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები