- მოიზე კინისთვის ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე თამაში მიუღებელი აღმოჩნდა
- იტალიელ თავდამსხმელს მსგავსი პრობლემები წარსულშიც არაერთხელ ჰქონია
ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელი მოიზე კინი იტალიის 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ, მაგრამ მან შეკრება მალევე დატოვა.
მიზეზი ტრავმა ან ფიზიკური პრობლემა არ არის - უბრალოდ, კინისთვის 21-წლამდელთა ევროპირველობაზე თამაში მიუღებელი აღმოჩნდა. ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბსა და მთავარ მწვრთნელ პაოლო ნიკოლატოსთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ მას გუნდი დაეტოვებინა. ამგვარად, კინი ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ მოიზეს წარსულშიც ჰქონდა პრობლემები, როგორც იტალიის 19, ისე 21-წლამდელთა ნაკრებებში.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოსა და რუმინეთში ჩატარდება. იტალიის ნაკრები ჯგუფური ეტაპის მატჩებს რუმინეთში გამართავს, სადაც საფრანგეთის, შვეიცარიისა და ნორვეგიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. მოიზე კინს იტალიის 21-წლამდელთა ნაკრებში 9 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი 2018-2019 წლებში, ხოლო იტალიის ეროვნულ ნაკრებში მის აქტივში 12 თამაშში 4 გოლია.
კომენტარები