Thumbnail

ასტანის გრანდ სლემი | საქართველოს ნაკრებს მე-12 ძიუდოისტი დაემატა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ტატამიზე ბაქარ ერაშვილი გავა
  • ყაზახეთის დედაქალაქი ტურნირს 16-18 ივნისს უმასპინძლებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობაში, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 16-18 ივნისს დაგეგმილ გრანდ სლემზე უნდა გამოვიდეს, კიდევ ერთი ცვლილება მოხდა, რის შემდეგაც განაცხადი 12 კაცამდე ავიდა.

განაცხადს დაემატა ბაქარ ერაშვილი (90 კგ.), რომელიც ბოლოს ტატამიზე მაისის ბოლოს ავსტრიის გრან პრიზე ვიხილეთ, სადაც მან მეოთხედფინალში ავსტრიელ ტომას შარფეტერთან წააგო, რეპეშაჟში კი მომავალ ბრინჯაოს პრიზიორ მარსელო გომესთან (ბრაზილია) დამარცხდა.

ერაშვილის დამატების შემდეგ, გამოდის, რომ საქართველოს ნაკრებს ყაზახეთში ექვს წონით კატეგორიაში 2-2 ძიუდოისტი ეყოლება. გამონაკლისი , 60 კგ-მდე წონით კატეგორიაა, სადაც ქართველ ძიუდოისტს ვერ ვიხილავთ.

საქართველოს ნაკრები ასტანის გრანდ სლემზე

გიორგი თუთაშვილი, ლაშა ნადირაძე (ორივე - 66 კგ.), კოტე კაპანაძე, გიორგი ტერაშვილი (ორივე - 73 კგ.), ზაურ დვალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე (ორივე - 81 კგ.), ვლადიმერ ახალკაცი, ბაქარ ერაშვილი (ორივე - 90 კგ.), ბექა ღვინიაშვილი, გიორგი ბერიაშვილი (ორივე - 100 კგ.), გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე - 100 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები