Thumbnail
  • საქართველოს თასის 1/16 და 1/8 ფინალური ეტაპების წილისყრა გაიმართა
  • თასის მოქმედი გამარჯვებული, ტორპედო ბახმაროსა და სპაერს შორის გამარჯვებულს ელის

8 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების 1/16 და 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 1/16 ფინალში წარმატებულ გუნდებს მერვედფინალში ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 12 კლუბი დაემატება.

წყვილებში გამარჯვებულებს ერთი მატჩი გამოავლენს. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეორე ეტაპის მატჩები 22-23 ივლისს გაიმართება.

1/16 ფინალის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება სამგურალსა და გაგრას შორის უნდა გაიმართოს. ორივე გუნდი ეროვნულ ლიგაში ასპარეზობს. დაძაბული იქნება ლიგა 4-ის ლიდერების მატჩიც. აჭარულ დერბიში ქედის ბეთლემი გონიოს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება მერვედფინალებს, თასის მოქმედი გამარჯვებული ქუთაისის ტორპედო ბახმაროსა და სპაერს შორის მოგებულს შეხვდება. დინამო ბათუმი სიონსა და სამტრედიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. დინამო თბილისს კი თბილისის ლოკომოტივსა და შუქურას წყვილში მოგებულთან თამაში მოუწევს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები