- ლევან მაისაშვილმა ჩელენჯ ქაფზე მონაწილეობის შესახებ ისაუბრა
- ნაკრების მწვრთნელი ამბობს, რომ ჩელენჯ ქაფისგან შეთავაზება იყო
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა სარაგბო პოდკასტში ინსაიდ რაგბი ჩელენჯ ქაფზე მონაწილეობის შესახებ ისაუბრა. მაისაშვილმა პოდკასტის წამყვანებს უთხრა, რომ ჩელენჯ ქაფის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და რაგბის კავშირი არის მთავარი გარანტი ევროტურნირზე ქართული კლუბის წარდგენისა.
''გვინდა, რომ ბევრი ხარისხიანი მატჩი ჩავატაროთ. იმედი მაქვს, რომ ჩელენჯ ქაფზე ასპარეზობის უფლებას მოგვცემენ, როდესაც ვუსტერი და უოსპსი ტურნირს ჩაეხსნენ, ჩვენ შემოგვთავაზეს ტურნირზე თამაში. ამისთვის მზად ვიყავით, თუმცა მაშინ ფორმაცი შეცვალეს.
რაგბის კავშირი არის მთავარი გარანტი სტაბილურობისა. გვინდა, რომ 2023-2024 წლების სეზონში ტურნირზე დაგვიშვან, ამ სეზონში თუ ვერ ვითამაშეთ, 2024-2025 წლების სეზონში დამატება გარდაუვალია. უბრალოდ გვინდა, რომ უკვე მომავალ სეზონში ამ ტურნირზე ვიყოთ'', - განაცხადა ლევან მაისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შავი ლომის მორაგბეებმა რაგბი ევროპის სუპერთასზე, ქარი ქაფის ტურნირსა და სამხრეთამერიკულ ტურნეში თამაში უკვე მოასწრეს. შავი ლომი რაგბი ევროპის სუპერთასის ორგზის მფლობელია. ჩელენჯ ქაფზე თამაშის საშუალება ქართულ სარაგბო ფრენჩაიზს ძალიან დაეხმარება.
კომენტარები