Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების მზადება. IV დღე
  • უახლოეს ორ დღეში ვილი სანიოლი კიდევ 6 ფეხბურთელს ელის

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს. შეკრების მე-4 დღეს ეროვნული გუნდი 19 ფეხბურთელამდე გაიზარდა - ვარჯიში დაიწყეს კრემონეზეს მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა და შტურმის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა. ამ ეტაპზე რამდენიმე ფეხბურთელი ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.

ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ლუკა ლოჩოშვილი

უახლოესი ორი დღის განმავლობაში ვილი სანიოლის განკარგულებაში კიდევ 6 ფეხბურთელი იქნება: გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა ლობჟანიძე და გიორგი მიქაუტაძე. 11 ივნისს საქართველოს ნაკრებმა უკვე სრული შემადგენლობით უნდა ივარჯიშოს. 

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის A ჯგუფის მატჩების ეგიდით, 17 ივნისს საქართველოს ნაკრები სტუმრად თემურ ქეცბაიას კვიპროსს ეთამაშება, ხოლო 20-ში ედინბურგში - შოტლანდიას.   

საქართველოს ნაკრების 25-კაციანი შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი) 

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი), საბა კვერკველია (ნეფთჩი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი), ლაშა დვალი (აპოელ-ი), ჯიმი ტაბიძე (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი) ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი), საბა ლობჟანიძე (კარაგუმრუკი), გიორგი ჩაკვეტაძე (სლოვანი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი).

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (მეცი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე), გიორგი ქვილითაია (აპოელ).

კომენტარები

ბოლო ამბები