Thumbnail

'სულ გინდა, ასეთი თანაგუნდელი გყავდეს' - მილანის ცენტრი თორნიკე შენგელიაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მილანის გერმანელმა ცენტრმა ვირტუსის ქართველი ფორვარდი დაახასიათა
  • იოჰანეს ფოიგტმანი შენგელიას თანაგუბდნელი ბასკონიასა და ცსკა-ში იყო 

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონობისთვის იბრძვის. შარშან ვირტუს ბოლონიას ქართველ ფორვარდს ეს არ გამოუვიდა - ფინალში ოლიმპია მილანოსთან დამარცხდა, წელს კი რევანშის აღებას შეეცდება. 

ფინალური სერია 4 მოგებამდე გრძელდება, პირველი დაპირისპირება კი 9 ივნისს, მილანში გაიმართება.

თამაშის წინ ოლიმპია მილანოს გერმანელმა ცენტრმა იოჰანეს ფოიგტმანმა მედიასთან ისაუბრა და ყურადღება 31 წლის ქართველ კალათბურთელზე გაამახვილა, რომელთან ერთადაც ჯერ ბასკონიაში, შემდეგ კი მოსკოვის ცსკა-ში უთამაშია. 

შენგელია და ფოიგტმანი ბოლოს ერთად ცსკა-ში გამოდიოდნენ

"აშკარაა, რომ ბოლო ხანებში უკეთესად ვთამაშობ, ვიდრე სეზონის დასაწყისში. მილანში არაერთი კალათბურთელია, რომლებსაც გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლიათ და ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. 

რაც შეეხება მეტოქეს, ვიცით, რას უნდა ველოდოთ მათგან და სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ისინი ათლეტურები არიან, ჰყავთ კარგი მსროლელები და აქვთ გრძელი სათადარიგოთა სკამი. ძალიან კარგად ვიცნობ თოკოს. ჩვენ ერთად ბასკონიასა და ცსკა-ში გამოვდიოდით. ის ძალიან მაგარი მოთამაშეა. წინა წლებში ჩვენ ერთმანეთთან საერთო ბევრი გვქონდა, მათ შორის მოედნის გარეთ. ვარჯიშებზე კი ყოველდღიურად გვიწევდა ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა. ის არის თანაგუნდელი, რომელიც ყოველთვის გინდა, რომ გვერდით გყავდეს", - აღნიშნა 30 წლის გერმანელმა. 

კომენტარები

ბოლო ამბები