- ვინჩენცო იტალიანომ ფიორენტინაში დარჩენა გადაწყვიტა
- მას ნაპოლის უკავშირებდნენ, მაგრამ ფლორენციაში მუშაობას გააგრძელებს
ნაპოლიში ლუჩანო სპალეტის შემცვლელად დიდი ხნის განმავლობაში ვინჩენცო იტალიანოს ასახელებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ვარიანტი გამოირიცხა.
იტალიური გამოცემები წერენ, რომ დღეს იტალიანო ფიორენტინას ხელმძღვანელობას შეხვდა, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ ის კლუბში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება. ამგვარად, ნაპოლიში მისი გადაბარგება შეუძლებელია, ინფორმაციას მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია.
ვარაუდობენ, რომ შაბათს ცნობა დადასტურდება, რადგან "იების" მფლობელი როკო კომისო პრესკონფერენციას გამართავს. მოსალოდნელია, რომ სწორედ ხვალ გააკეთებს განაცხადებას 45 წლის სპეციალისტის გუნდში დარჩენის შესახებ.
ნაპოლის პოტენციურ მწვრთნელთა სიას კი ერთი კანდიდატი გამოაკლდა. აურელიო დე ლაურენტისს არჩევანის გაკეთება სხვებს შორის მოუწევს. ვინჩენცო იტალიანო ფიორენტინაში 2021 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით ვიოლამ მიმდინარე სეზონში იტალიის თასისა და კონფერენსლიგის ფინალები წააგო.
კომენტარები